ეკონომიკურ აგენტებ
თან დაკავშირებული კონკურენციის წესები
1.
ეკონომიკური აგენტების შემდეგი ქმედებები
შეუთავსებელია წინამდებარე შეთანხმების სათანადო ფუნქციონირებასთან, რამდენადაც მათ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ მხარეებს შორის ვაჭრობაზე:
(a) ეკონომიკურ აგენტებს შორის შეთანხმებები, ეკონომიკური აგენტების გაერთიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ან ეკონომიკურ აგენტთა შორის შეთანხმებული ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს კონკურენციის დაუშვებლობას, შეზღუდვას ან აკრძალვას;
(b) ერთი ან მეტი ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება მხარის ტერიტორიის მთელ ან მის მნიშვნელოვან ნაწილზე.
2.
პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება სახელმწიფო საწარმოების საქმიანობასა და იმ საწარმოების საქმიანობაზე, რომელთაც მხარეების მიერ მინიჭებული აქვთ სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებები, იმდენად, რამდენადაც ამ დებულებების გამოყენება, სამათლებრივად და ფაქტობრივად, ხელს არ უშლის მათთვის განსაზღვრული კონკრეტული საჯარო ვალდებულებების შესრულებას.
3.
ამ მუხლის პირველი და მე-2-ე პუნქტების დებულებები არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ რაიმე პირდაპირი ვალდებულება დაეკისროს ეკონომიკურ აგენტებს.
4.
მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ და კონსულტაციები გამართონ ერთმანეთთან ანტიკონკურენციულ ქმედებებთან დაკავშირებით, როგორც ეს პირველ პუნქტშია მოცემული, რათა აღმოფხვრან ამგვარი ქმედებები ან ვაჭრობაზე მათი უარყოფითი გავლენა. თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს მხარეებისთვის ხელმისაწვდომი შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას. არცერთ მხარეს არ მოეთხოვება ისეთი ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც მისი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით კონფიდენციალურად ითვლება.
5.
თუ მხარეს მიაჩნია, რომ მოცემული ქმედება გრძელდება და გავლენას ახდენს ვაჭრობაზე პირველ პუნქტში განსაზღვრული მნიშვნელობით, მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობისა და კონსულტაციის შემდეგ, მას შეუძლია მოითხოვოს ერთობლივ კომიტეტში კონსულტაციის გამართვა. მონაწილე მხარეებმა ერთობლივ კომიტეტს ყველა საჭირო დახმარება უნდა გაუწიონ საქმის მოკვლევაში. ერთობლივი კომიტეტი უნდა შეამოწმოს მიწოდებული ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში, რათა ხელი შეუწყოს საკითხის ორივე მხარისათვის მისაღებ გადაწყვეტას.
ვაჭრობა და მდგრადი განვითარე