რეგულირების უფლება და დაცვის ხარისხები
1.
მხარეები აღიარებენ რა თითოეული მხარის უფლებას, წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად, დაადგინოს გარემოსა და შრომის დაცვის საკუთარი ხარისხი და მიიღოს ან შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პოლიტიკა, თითოეული მხარე მიისწრაფვის, უზრუნველყოს, რომ მისი კანონმდებლობა, პოლიტიკა და პრაქტიკა ადგენს და ხელს უწყობს გარემოსა და შრომის დაცვის მაღალი ხარისხის მიღწევას, 10.5 და 10.7 მუხლებში მითითებული სტანდარტების, პრინციპებისა და შეთანხმებების შესაბამისად და მხარეები უნდა ეცადონ გააუმჯობესონ მათი კანონმდებლობითა და პოლიტიკით განსაზღვრული დაცვის ხარისხი .
2.
მხარეები აღიარებენ, სამეცნიერო, ტექნიკური და სხვა ტიპის ინფორმაციის, ასევე შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, სახელმძღვანელო პრინციპებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობას, გარემოს დაცვასთან და შრომის პირობებთან დაკავშირებული იმ ღონისძიებებია მომზადების, დაგეგმვისა და განხორციელებისას, რომლებიც გავლენას ახდენენ მხარეებს შორის ვაჭრობასა და ინვესტიციებზ