დაცვის ხარისხის შენარჩუნება კანონების, რეგულაციების ან სტანდარტების გამოყენებისას და აღსრულებისას
1.
მხარე უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი და შრომითი
კანონების, რეგულაციებისა და სტანდარტების ეფექტიან აღსრულებას იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს მხარეებს შორის ვაჭრობასა და ინვესტიციებს.
2.
10.3 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მხარე არ:
(a) ასუსტებს ან ამცირებს მის კანონებში, რეგლამენტებსა და სტანდარტებში გათვალისწინებულ გარემოსა და შრომის დაცვის ხარისხს მხოლოდ იმ განზრახვით, რომ მოიზიდოს მეორე მხარის ინვესტიცია ან შეეცადოს მოიპოვოს ან გაზარდოს მის ტერიტორიაზე მოქმედი მწარმოებლების ან მომსახურების მიმწოდებლების კონკურენტული უპირატესობა ვაჭრობის სფეროში;
(b) აუქმებს ან სხვაგვარად არ ზღუდავს, ან სთავაზობს გაუქმებას ან სხვაგვარად შეზღუდვას, ასეთ კანონებს, რეგლამენტებს ან სტანდარტებს იმ მიზნით, რომ მოიზიდოს მეორე მხარის ინვესტიცია ან შეეცადოს მოიპოვოს ან გაზარდოს მის ტერიტორიაზე მოქმედი მწარმოებლების ან მომსახურების მიმწოდებლების კონკურენტული უპირატესობა ვაჭრობის სფეროშ