თანამშრომლობა

1.
მხარეები აღიარებენ, რომ თანამშრომლობა მნიშვნელოვანია მათი შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების სისტემების უკეთ გაცნობის თვალსაზრისით, აგრეთვე, შესაბამის ბაზრებზე უკეთესი წვდომისთვის, განსაკუთრებით, მცირე მეწარმე მიმწოდებლებისთვის
.

2.
მხარეები ცდილობენ, ითანამშრომლონ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

(a) ელექტრონული კომუნიკაციების განვითარება და სახელმწიფო შესყიდვების სისტემებში მათი გამოყენება; და

(b) გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა, კერძოდ, საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის, საუკეთესო პრაქტიკისა
და სტატისტიკის შესახე