შეთანხმების მოქმედების სფეროს შეცვლა და შესწორება
1.
მხარეს შეუძლია ამ თავით განსაზღვრულ მოქმედების სფეროში წმინდად ფორმალური ხასიათის შესწორებები შეიტანოს, ან XVI დანართში მოცემულ ცხრილში უმნიშვნელო ცვლილებები შეიტანოს, იმ პირობით, რომ იგი წერილობით შეატყობინებს ამის შესახებ სხვა მხარეებს და არცერთი სხვა მხარე არ გამოხატავს წინააღმდეგობას წერილობით შეტყობინების მიღებიდან 45 დღის ვადაში. მხარეს ამგვარი შესწორებების ან უმნიშვნელო ცვლილებების შეტანის შედეგად არ მოეთხოვება მხარეებისათვის შესაბამისი კომპენსაციის განხორციელება (compensatory adjustments).
2.
მხარეს სხვაგვარადაც შეუძლია ამ თავით რეგულირებული მოქმედების სფეროს შეცვლა, თუ:
(a) იგი წერილობით შეტყობინებას გაუგზავნის სხვა მხარეებს და, იმავდროულად, შესთავაზებს შესაბამის მხარისათვის მისაღებ საკომპენსაციო კორექტივებს, რათა შენარჩუნდეს შესწორებამდე არსებული რეგულირების დონე, გარდა მე-3 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა; და
(b) არცერთი მხარე არ გამოთქვამს წერილობითი ფორმით წინააღდეგობას შეტყობინების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში.
3.
მხარეს არ მოეთხოვება შეთანხმებაში საკომპენსაციო კორექტივების გათვალისწინება, როდესაც მხარეები თანხმდებიან, რომ შემოთავაზებული შესწორება ეხება ისეთ შემსყიდველ დაწესებულებას, რომელზედაც მხარემ ფაქტობრივად გააუქმა კონტროლი ან ზეგავლენა. როდესაც მხარე არ ეთანხმება იმ განცხადებას, რომ ამგვარი სამთავრობო კონტროლი ან გავლენა ფაქტობრივად გაუქმებულია, მას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან კონსულტაციები იმ მიზნით, რომ გაარკვიოს ნებისმიერი სამთავრობო კონტროლისა თუ გავლენის ხასიათი და მიაღწიოს შეთანხმებას შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ თავის შესაბამისად მოქმედების სფეროს შენარჩუნებაზ