შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა
1.
შემსყიდველი ორგანიზაცია დაუყოვნებლივ ატყობინებს ტენდერში მონაწილე მიმწოდებლებს ხელშეკრულების გაფორმების შესახებ საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, ამას ასრულებს წერილობით. მუხლი 8.24 მოთხოვნების დარღვევის გარეშე, შემსყიდველი ორგანიზაცია, მოთხოვნის შემთხვევაში, წარუმატებელ მიმწოდებელს განუმარტავს მიზეზებს, რომელთა გამოც შემსყიდველმა ორგანიზაციამ დაიწუნა მისი სატენდერო წინადადება და ასევე, აწვდის ინფორმაციას მის სატენდერო წინადადებასთან შედარებით გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების უპირატესობების შესახებ.
2.
თითოეული ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 72 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია XVI დანართის მე-7 დამატებაში ჩამოთვლილ ბეჭდვით ან ელექტრონულ საშუალებაში აქვეყნებს შეტყობინებას, რომელიც მოიცავს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას ხელშეკრულების შესახებ:
(a) შესყიდული საქონლის ან მომსახურებების აღწერილობას;
(b) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელებასა და მისამართს;
(c) გამარჯვებული მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს;
(d) გამარჯვებული სატენდერო წინადადების ღირებულებას ან ყველაზე ძვირადღირებულ და იაფ შეთავაზებებს, რომლებიც ხელშეკრულების დადებისას იქნა გათვალისწინებული;
(e) ხელშეკრულების გაფორმების თარიღს; და
(f) გამოყენებული შესყიდვის მეთოდის სახეობას, ხოლო მუხლის 8.18 შესაბამისად განხორციელებული ლიმიტირებული ტენდერის შემთხვევაში, ლიმიტირებული ტენდერის ჩატარების გამამართლებელი გარემოებების აღწერილობას.
3.
თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შეტყობინებას მხოლოდ ელექტრონული საშუალებით აქვეყნებს, ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი უნდა დარჩეს გონივრული პერიოდის განმავლობაში.
4.
თითოეული შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში, ინახავს დოკუმენტაციასა და სატენდერო პროცედურებთან დაკავშირებულ ანგარიშებს, ასევე, ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, მათ შორის, მუხლში 8.18 გათვალისწინებულ ანგარიშებსა და მონაცემებს, რომლებიც ელექტრონული საშუალებებით შეთანხმებით გათვალისწინებული შესყიდვის პროცესის ჩატარების სათანადოდ გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევ