ხელშეკრულებების დადება
1.
იმისათვის, რომ სატენდერო წინადადება გამარჯვებულად ჩაითვალოს, იგი წარდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და გახსნის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის შეტყობინებებითა და სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ არსებით მოთხოვნებს და უნდა ეკუთვნოდეს მიმწოდებელს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეობის პირობებს.
2.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების გაფორმება საზოგადოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება, იგი ხელშეკრულებას აფორმებს იმ მიმწოდებელთან, რომელსაც, მისი აზრით, შესწევს უნარი, შეასრულოს ხელშეკრულების პირობები და რომელსაც, მხოლოდ და მხოლოდ შეტყობინებებსა და სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით, წარდგენილი აქვს:
(a) ყველაზე ხელსაყრელი სატენდერო წინადადება; ან
(b)
როდესაც ფასი ერთადერთი კრიტერიუმია – ყველაზე დაბალი ფასი.
3.
თუ შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს სხვა სატენდერო წინადადებების ფასებთან შედარებით უჩვეულოდ დაბალი ფასის სატენდერო წინადადებას, მას შეუძლია, მიმწოდებელთან გადაამოწმოს, რამდენად აკმაყოფილებს იგი ტენდერში მონაწილეობის პირობებს და შესწევს თუ არა უნარი, შეასრულოს ხელშეკრულების პირობები.
4.
თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელმძღვანელობს არასავალდებულო წესებით, წყვეტს ტენდერს ან ცვლილება შეაქვს გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, იგი მოქმედებს ისე, რომ ამ თავში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას თავი არ აარიდო