ინფორმაციის გამჟღავნება
1.
მეორე მხარის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, მხარემ მას უმოკლეს ვადაში უნდა მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მახასითებლებისა და უპირატესობების შესახებ სხვა სატენდერო წინადადებებთან შედარებით, რაც საჭიროა იმის გასარკვევად, სამართლიანად, მიუკერძოებლად და ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა თუ არა შესყიდვა.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება მომავალი ტენდერების კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, მხარე, რომელიც იღებს ამგვარ ინფორმაციას, არ უნდა გაუმჟღავნოს იგი არცერთ მიმწოდებელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონსულტაციების შედეგად ინფორმაციის მიმწოდებელი მხარისგან მიღებული აქვს თანხმობა ამის თაობაზე.
3.
ამ თავის ნებისმიერი დებულების მიუხედავად, მხარე, მისი შემსყიდველი ორგანიზაციების ჩათვლით, არ აწვდის ინფორმაციას კონკრეტულ მიმწოდებელს, თუ ამას შეუძლია, დააზარალოს სამართლიანი კონკურენცია მიმწოდებლებს შორის.
4.
ამ თავში არაფერი უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ მხარეს, მისი შემსყიდველი ორგანიზაციების, ხელისუფლების ორგანოებისა და მაკონტროლებელი ორგანოების ჩათვლით, მოეთხოვოს ამ თავით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, როდესაც:
(a) ეს ხელს შეუშლის კანონის აღსრულებას;
(b) ამან შეიძლება დააზარალოს სამართლიანი კონკურენცია მხარეებს შორის;
(c) ეს დააზარალებს კონკრეტული პირების ლეგიტიმურ კომერციულ ინტერესებს, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას; ან
(d) სხვაგვარად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერეს