ლიმიტირებული ტენდერი

1.
იმ პირობით, რომ არ მოხდება ამ დებულების გამოყენება მიმწოდებლებს შორის კონკურენციის თავიდან აცილების მიზნით ან მეორე მხარის მიმწოდებლების დისკრიმინაციის ან ადგილობრივი მიმწოდებლების დაცვის მიზნით, შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია გამოიყენოს ლიმიტირებული ტენდერი და არ გამოიყენოს მუხლები 8.10, 8.11, 8.12, 8.13, 8.14, 8.17, 8.19, 8.20, 8.21 და 8.22, მხოლოდ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

(a) როდესაც:

(i) არ მომხდარა სატენდერო წინადადებების შეტანა ან არცერთ მიმწოდებელს არ მოუთხოვია მონაწილეობა;

(ii) არ მომხდარა ისეთი სატენდერო წინადადების წარდგენა, რომელიც დააკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციის ძირითად მოთხოვნებს;

(iii) მონაწილეობის პირობებს არცერთი მიმწოდებელი არ აკმაყოფილებდა;

(iv) წარდგენილი სატენდერო წინადადებები საიდუმლო გარიგებას ეფუძვნებოდა;

იმ პირობით, რომ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები არსებითად არ იცვლება;

(b) როდესაც საქონლის ან მომსახურების მიწოდება შეუძლია მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმწოდებელს და არ არსებობს გონივრული ალტერნატივა ან ალტერნატიული საქონელი ან მომსახურება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მიზეზის გამო:

(i) მოთხოვნა ეხება ხელოვნების ნიმუშს;

(ii) პატენტების, საავტორო უფლებების ან სხვა ექსკლუზიური უფლებების დაცვას; ან

(iii) ტექნიკური მიზეზების გამო ბაზარზე არ არის კონკურენცია;

(c) საქონლისა და მომსახურების თავდაპირველი მიმწოდებლის მიერ დამატებით მიწოდებული საქონელი და მომსახურება, რომელიც არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველ შესყიდვაში, როდესაც მიმწოდებლის შეცვლა ასეთი დამატებითი საქონლისა და მომსახურებების მისაწოდებლად:

(i) ვერ განხორციელდება ეკონომიკური ან ტექნიკური მიზეზების გამო, კერძოდ, ურთიერთშენაცვლებადობის ან ურთიერთოპერაბელურობის მოთხოვნების გამო მოწყობილობების, კომპიუტერული პროგრამების, მომსახურების ან დანადგარების მიმართ, რომლებიც თავდაპირველი შესყიდვის ფარგლებში იქნა შესყიდული; და

(ii) შექმნის მნიშვნელოვან სიძნელეებს ან გააორმაგებს ფასებს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის;

(d) შემსყიდველი მხარის მიერ გაუთვალისწინებელი მოვლენების მიზეზით გამოწვეული უკიდურესი აუცილებლობის გამო, საქონლის ან მომსახურებების მიწოდება დროულად ვერ მოხერხდა ღია ან შერჩევითი ტენდერის პროცედურების გამოყენებისას;

(e)

საქონელი შესყიდულია სასაქონლო ბაზარზე;

(f)

თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ყიდულობს პროტოტიპს ან პირველ საქონელს ან მომსახურებას, რომელიც მისი მოთხოვნითაა შექმნილი კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში კვლევის, ექსპერიმენტის, შესწავლის ან ორიგინალის გადამუშავების მიზნით. პირველი საქონლის ან მომსახურების ორიგინალის გადამუშავება შეიძლება გულისხმობდეს შეზღუდული რაოდენობით წარმოებას ან მიწოდებას, რათა მოხდეს ექსპლუატაციის პირობებში გამოცდის შედეგების გათვალისწინება და იმის დემონსტრირება, რომ შესაბამისი საქონელი ან მომსახურება ვარგისია იმ რაოდენობით საწარმოებლად ან მიწოდებისთვის, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს, მაგრამ არ გულისხმობს მასიურ წარმოებას ან მიწოდებას ეკონომიკური რენტაბელობის დადგენის ან საცდელ-საკონსტრუქტორო ხარჯების ანაზღაურების მიზნით;

(g) შესყიდვები, რომლებიც შესრულდა განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებში, რომლებიც წარმოიშობა ძალზე მოკლე დროის მონაკვეთში არარეგულარული გასხვისებისას, კერძოდ, ლიკვიდაციის, ქონების მმართველის დანიშვნის ან გაკოტრების შედეგად, მაგრამ არა რეგულარული მიმწოდებლებისგან რეგულარული შესყიდვებისთვის;

(h) როდესაც ხელშეკრულება იდება კონკურსში გამარჯვებულთან, იმ პირობით, რომ:

(i) კონკურსი ორგანიზებულია ამ თავის პრინციპების, კერძოდ, განზრახული შესყიდვის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული პრინციპების შესაბამისად; და

(ii) მონაწილეები ფასდებიან დამოუკიდებელი ჟიურის ან კონკურსის კომიტეტის მიერ წარმატებულ კანდიდატთან საპროექტო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

2.
შემსყიდველი ორგანიზაცია ამზადებს ანგარიშს წერილობითი ფორმით პირველი პუნქტის მიხედვით გაფორმებული თითოეული ხელშეკრულების შესახებ. ანგარიში უნდა შეიცავდეს შემსყიდველი ორგანიზაციის სახელს, შესყიდული საქონლის ან მომსახურებების ღირებულებასა და სახეს, და განცხადებას, რომელშიც მითითებულია პირველ პუნქტში აღწერილი ის გარემოებები და პირობები, რომლებიც ასაბუთებს ლიმიტირებული ტენდერის ჩატარების აუცილებლობა