სარეგისტრაციო სისტემები და საკვალიფიკაციო პროცედურები

1.
მხარემ, მისი შემსყიდველი ორგანიზაციების ჩათვლით, შეიძლება აწარმოოს მიმწოდებლების რეგისტრაციის სისტემა, რომელშიც რეგისტრაცია და გარკვეული ინფორმაციის შეტანა მოეთხოვებათ დაინტერესებულ მიმწოდებლებს.

2.
მხარემ, მისი შემსყიდველი ორგანიზაციების ჩათვლით, არ უნდა დანერგოს ან გამოიყენოს ისეთი სარეგისტრაციო სისტემა ან საკვალიფიკაციო პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევ თავის შესყიდვაში მეორე მხარის მიმწოდებლების მონაწილეობისთვის ზედმეტი დაბრკოლებების შექმნას.

3.
შემსყიდველი ორგანიზაცია, დაუყოვნებლივ ატყობინებს ნებისმიერ მიმწოდებელს, რომელიც წარადგენს მოთხოვნას შესყიდვაში მონაწილეობაზე, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას აღინშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია უარს ეტყვის მიმწოდებელს მონაწილეობის შესახებ მოთხოვნის მიღებაზე ან აღარ ჩათვლის მიმწოდებელს კვალიფიციურად, მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია მიმწოდებელს დაუყოვნებლივ მიაწვდის წერილობით განმარტებას, თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

4.
როდესაც შემსყიდველ ორგანიზაციას შერჩევითი ტენდერის პროცედურის გამოყენება სურს, იგი ყველა კვალიფიცირებულ მიმწოდებელს აძლევს კონკრეტულ შესყიდვაში მონაწილეობის საშუალებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია განზრახული შესყიდვის შეტყობინებაში მუთითებს, რომ მიმწოდებლების რაოდენობა შეზღუდულია და განსაზღვრავს კრიტერიუმებს შეზღუდული რაოდენობის მიმწოდებელთა შესარჩევა