სატენდერო დოკუმენტაცია

1.
შემსყიდველი ორგანიზაცია მიმწოდებლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის სატენდერო დოკუმენტაციას, რომელიც მოიცავს ყველა ინფორმაციას, რაც მიმწოდებლებისათვის საჭიროა სათანადოდ შედგენილი სატენდერო წინადადებების მოსამზადებლად და წარსადგენად. ამგვარი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს XVI დანართის მე-10 დამატებაში მითითებული ინფორმაციის სრულ აღწერილობას, თუ ეს ინფორმაცია უკვე არ იქნა მიწოდებული განზრახული შესყიდვის შესახებ შეტყობინებაში.

2.
იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია არ უზრუნველყოფს ელექტრონული საშუალებებით უფასო პირდაპირ თავისუფალ დაშვებას სრულ სატენდერო დოკუმენტაციასთან და დამხმარე დოკუმენტაციასთან, აღნიშნულმა ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს სატენდერო დოკუმენტაცია მხარეების ნებისმიერი დაინტერესებული მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში. შემსყიდველი დაწესებულებები, ასევე, დაუყოვნებლივ რეაგირებენ ნებისმიერი დაინტერესებული ან მონაწილე მიმწოდებლის ნებისმიერ გონივრულ მოთხოვნაზე, რომელიც უკავშირდება ინფორმაციის მიწოდებას, იმ პირობით, რომ ეს ინფორმაცია აღნიშნულ მიმწოდებელს სხვა მიმწოდებლებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში არ ჩააყენებ