მონაწილეობის პირობები

1.
მონაწილეობის პირობების დაწესებისას და იმის შეფასებისას, აკმაყოფილებს თუ არა მიმწოდებელი ამგვარ პირობებს, მხარემ, მისი შემსყიდველი ორგანიზაციების ჩათვლით:

(a) შესყიდვაში მონაწილეობის ნებისმიერი პირობა უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ისეთი, რომლებიც მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიმწოდებელს გააჩნდეს სამართლებრივი და ფინანსური რესურსი, კომერციული და ტექნიკური შესაძლებლობები შესაბამისი შესყიდვის განსახორციელებლად;

(b) აფასებს მიმწოდებლის ფინანსურ, კომერციულ და ტექნიკურ შესაძლებლობებს ამ მიმწოდებლის სამეწარმეო საქმიანობის საფუძველზე, რომელსაც იგი ეწევა შემსყიდველი მხარის ტერიტორიაზე ან მის გარეთ;

(c) შეფასების საფუძვლად იყენებს მხოლოდ იმ პირობებს, რომლებიც შემსყიდველ დაწესებულებას წინასწარ აქვს განსაზღრვული შეტყობინებებში ან სატენდერო დოკუმენტაციაში;

(d) არ აწესებს ისეთ პირობას, რომლის მიხედვითაც, შესყიდვაში მონაწილეობისათვის მიმწოდებელს მოეთხოვება, რომ მოცემული მხარის შემსყიდველ ორგანიზაციასთან წარსულში დადებული ჰქონდეს ერთი ან მეტი ხელშეკრულება;

(e) უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი გამოცდილება, როდესაც ეს მნიშვნელოვანია შესყიდვის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის.

2.
დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მხარემ, მისი შემსყიდველი ორგანიზაციების ჩათვლით, შეიძლება გამორიცხოს მიმწოდებელი ისეთი საფუძვლების არსებობისას, როგორებიცაა:

(a) გაკოტრება;

(b) ყალბი ინფორმაცია;

(c) წინა ხელშეკრულებით ან ხელშეკრულებებით გათვალისწინებული რომელიმე არსებითი მოთხოვნის ან ვალდებულების მნიშვნელოვანწილად ან მრავალჯერ არაჯეროვნად შესრულება;

(d) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მძიმე დანაშაულებზე ან სხვა სერიოზულ სამართალდარღვევებზე;

(e) სამსახურებრივი გადაცდომა ან ისეთი ქმედებების განხორციელება ან განუხორციელებლობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს მიმწოდებლის კომერციულ კეთილსინდისიერებას;

(f) გადასახადების გადაუხდელობ