მრავალჯერადი გამოყენების სიები

1.
შემსყიდველი ორგანიზაცია შეიძლება აწარმოებდეს მიმწოდებლების მრავალჯერადი გამოყენების სიას, იმ პირობით, რომ შეტყობინება, რომელიც იწვევს დაინტერესებულ მიმწოდებლებს სიაში შესაყვანად, ყოველწლიურად ქვეყნდება XVI დანართის მე-7 დამატებაში ჩამოთვლილ საშუალებებში, ხოლო ელექტრონულ საშუალებებში გამოქვეყნების შემთხვევაში, ხელმისაწვდომია მუდმივად XVI დანართის მე-7 დამატებაში ჩამოთვლილ ელექტრონულ საშუალებებში. თუ მრავალჯერადი გამოყენების სია მხოლოდ სამი წლით ან ნაკლები ვადითაა ძალაში, შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია, შეტყობინება მხოლოდ ერთხელ - სიის მოქმედების ვადის დასაწყისში - გამოაქვეყნოს.

2.
პირველ პუნქტში გათვალისწინებული შეტყობინებაუნდა შევიდეს XVI დანართის მე-10 დამატებაში მითითებულინფორმაციას.

3.
შემსყიდველი ორგანიზაცია ყველა მიმწოდებელს აძლევს საშუალებას, ნებისმიერ დროს მიმართონ განცხადებით მას, მრავალჯერადი გამოყენების სიაში შესაყვანად და ამ სიაში შეიყვანს ყველა კვალიფიცირებულ მიმწოდებელს გონივრულად მოკლე ვადაში. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია უარს ამბობს მრავალჯერადი გამოყენების სიაში შეტანასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე, ან თუ მიმწოდებელს ამოიღებს მრავალჯერადი გამოყენების სიიდან, შემსყიდველი ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აცნობებს მიმწოდებელს და, მოთხოვნის შემთხვევაში, წერილობით განუმარტავს მას თავისი გადაყვეტილების მიზეზებ