კონტექსტი და მიზნები
1.
მხარეები აღიარებენ სტოკჰოლმის 1972 წლის "დეკლარაციას ადამიანის გარემოს შესახებ", რიოს 1992 წლის "დეკლარაციას გარემოსა და განვითარებაზე", 1992 წლის "განაწესს 21-ს გარემოსა და განვითარებაზე", 2002 წლის "იოჰანესბურგის მდგრადი განვითარების გეგმას", 2012 წლის "რიო + 20“ შემაჯამებელ დოკუმენტს „მომავალი რომელიც გვინდა“, 1998 წლის შრომის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დეკლარაციას "შრომის ძირითადი პრინციპებისა და უფლებების და მათი განხორციელების მექანიზმების შესახებ", გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მინისტერიალის 2006 წლის დეკლარაციას „სრული და ნაყოფიერი დასაქმებისა და ღირსეული შრომის უზრუნველსაყოფად" და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 2008 წლის დეკლარაციას "სოციალური თანასწორობა სამართლიანი გლობალიზაციის შესახებ".
2.
მხარეები აღიარებენ, რომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და გარემოს დაცვა მდგრადი განვითარების ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთდამხმარე კომპონენტებია. ისინი ხაზს უსვამენ ვაჭრობასთან დაკავშირებულ შრომისა და გარემოსდაცვით საკითხებზე თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სარგებელს, როგორც ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების მიმართ გლობალური მიდგომის ნაწილს.
3.
მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას იმგვარად, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევაში და უზრუნველყონ ამ მიზნის ინტეგრირება და ასახვა მხარეების სავაჭრო ურთიერთობებშ