ტყის პროდუქტებით ვაჭრობა
1. ტყის რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით და მის შედეგად,inter alia
, ტყის სექტორში და მის გარეთ განხორციელებული საქმიანობებით გამოწვეული გაუდაბნოებისა და ბუნებრივი ტყისა და ტორფისშემცველი ნიადაგების დეგრადაციით გამოწვეული სათბური გაზების გაფრქვევების შესამცირებლად, მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ერთობლივი ძალებით იმუშაონ შესაბამის მრავალმხრივ ფორუმებებზე, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ,ასევე არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რათა ხელი შეუწყონ ეროვნული ტყის კანონმდებლობის უკეთ აღსრულებასა და მართვას; ასევე სატყეო, სასოფლო და სამთომოპოვებითი მრეწველობის პროდუქტებით ლეგალური და მდგრადი ვაჭრობის განვითარებას.
2. ამ მიზნის მიღწევისთვის, inter alia, შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი საშუალებები: "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციაში (CITES) მითითებული ხის სახეობების, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალში შეტანა; მდგრადად მოპოვებული ტყის პროდუქტებისთვის სერტიფიცირების სქემების შედგენის ხელშეწყობა; რეგიონული ან ორმხრივი პარტნიორობის ნებაყოფლობითი შეთანხმებების გაფორმება „სატყეო სექტორში კანონაღსრულებისა და მართვის გაუმჯობესებასა და ვაჭრობასთან დაკავშირებით“ (”VPA-FLEGT”