განხორციელება და კონსულტაციები

1.
თითოეული მხარე ნიშნავს საკონტაქტო პირს ამ თავის მიზნების განსახორციელებლად.

2.
მხარეს შეუძლია, პირველ პუნქტში მოხსენიებული საკონტაქტო პირის საშუალებით, მოითხოვოს ექსპერტის კონსულტაცია ან კონსულტაცია ერთობლივ კომიტეტთან ამ თავთან დაკავშირებით წარმოშობილ ნებისმიერ საკითხზე. მხარეები ეცდებიან, საკითხი ორივე მხარისათვის მისაღებად გადაწყდეს. საჭიროების შემთხვევაში, მხარეების შეთანხმებით, მათ შეუძლიათ მიმართონ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებს ან ორგანოებს რჩევის მისაღებად.

3.
წინამდებარე შეთანხმების მე-12 თავით გათვალისწინებულ არბიტრაჟს მხარეები არ მიმართავენ ამ თავთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტა