კონსულტაცია
1.
მხარეები ყოველთვის ეცდებიან, შეთანხმდნენ წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებაზე და ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა თანამშრომლობისა და კონსულტაციების გზით, ორივე მხარისათვის დამაკმაყოფილებლად მოაგვარონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ამ მუხლის ფარგლებში წარმოიშობა.
2.
მხარეს შეუძლია, წერილობით მოითხოვოს კონსულტაციები მეორე მხარესთან, თუ მიიჩნევს, რომ რომელიმე ზომა არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმებას. მხარე, რომელიც ითხოვს კონსულტაციებს, იმავდროულად, სხვა მხარეებს წერილობით ატყობინებს ამ მოთხოვნის შესახებ. მოხოვნის ადრესატი მხარე მოთხოვნაზე პასუხობს მისი მიღებიდან ათი დღის ვადაში. კონსულტაციები იმართება ერთობლივ კომიტეტში, თუ მოთხოვნის გამგზავნი და მიმღები მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
3.
კონსულტაციები იწყება კონსულტაციების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში. გადაუდებელ საკითხებზე, მათ შორის, მალფუჭებად საქონელზე, კონსულტაციები იწყება კონსულტაციების მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში. თუ მოთხოვნის ადრესატი მხარე არ უპასუხებს მოთხოვნას ათი დღის განმავლობაში, ან არ დაიწყებს კონსულტაციებს კონსულტაციების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში, ხოლო გადაუდებელი საკითხების შემთხვევაში - 15 დღის ვადაში, მომთხოვნი მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს საარბიტრაჟო პანელის დაარსება მუხლის 12.4 შესაბამისად.
4.
დავის მონაწილე მხარეები წარადგენენ საკმარის ინფორმაციას, რათა სრულყოფილად იქნეს გამოკვლეული, შეესაბამება თუ არა კონკრეტული ზომა წინამდებარე შეთანხმებას და კონსულტაციებისას გაზიარებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას ეპყრობიან იგივენაირად, როგორც ინფორმაციის მომწოდებელი მხარე.
5.
კონსულტაციები არის კონფიდენციალური და არ ახდენს გავლენას მხარეების უფლებებზე არცერთი შემდგომი წარმოებისას.
6.
დავის მონაწილე მხარეები სხვა მხარეებს ატყობინებენ აღნიშნული საკითხის ურთიერთშეთანხმებულად გადაწყვეტის შესახე