საარბიტრაჟო წარმოების შეჩერება ან შეწყვეტა
1.
დავის მონაწილე მხარეების შეთანხმებით, საარბიტრაჟო პანელს შეუძლია შეაჩეროს მუშაობა ნებისმიერ დროს, არაუმეტეს 12 თვით. თუ საარბიტრაჟო პანელის მუშაობა შეჩერებულია 12 თვეზე მეტი ხნით, საარბიტრაჟო პანელს დავის განიხილვის უფლებამოსილება ამოეწურება, თუ მოდავე მხარეები სხვაგვარად არ თანხმდებიან.
2.
მომჩივან მხარეს, პირველადი ანგარიშის გამოცემამდე ნებისმიერ დროს, შეუძლია საჩივრის გამოტანა. საჩივრის გამოტანა არ ნიშნავს, რომ იგი მოგვიანებით ვეღარ შეძლებს ახალი საჩივრის შეტანას იმავე საკითხზე.
3.
დავის მონაწილე მხარეებს უფლებ აქვთ, შეთანხმების შემთხვევაში, ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტონ საარბიტრაჟო წარმოება, რომელიც წინამდებარე შეთანხმების მიხედვით შექმნილ საარბიტრაჟო პანელში მიმდინარეობს, რისთვისაც ერთობლივ წერილობით შეტყობინებას უგზავნიან საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარეს.
4.
საარბიტრაჟო პანელს შეუძლია, საბოლოო ანგარიშის გამოცემამდე, წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, შესთავაზოს მოდავე მხარეებს დავის მეგობრულად მოგვარებ