საარბიტრაჟო პანელის პროცედურები

1.
თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვაგვარად არაა განსაზღვრული, ან დავის მონაწილე მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებულან, პანელის პროცედურები რეგულირდება ფაკულტატური წესების მიხედვით, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით
(mutatis mutandis)
.

2.
საარბიტრაჟო პანელი განიხილავს საარბიტრაჟო პანელის შექმნის მოთხოვნაში მითითებულ საკითხს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი დებულებების მიხედვით, რომლებიც განიმარტება საერთაშორისო საჯარო სამართლის განმარტების წესების შესაბამისად.

3.
ნებისმიერი საარბიტრაჟო წარმოება წარიმართება ინგლისურ ენაზე. საარბიტრაჟო პანელის სხდომები ღიაა საზოგადოებისთვის, თუ მოდავე მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

4.
დაუშვებელია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით საარბიტრაჟო პანელთან ნებისმიერი ex parte ურთიერთობა.

5.
მხარე თავის წერილობით მასალებს, ზეპირი განცხადებების ნებისმიერ წერილობით ვერსიასა და საარბიტრაჟო პანელის მიერ დასმულ კითხვებზე გაცემულ პასუხებს წარუდგენს საარბიტრაჟო პანელს და, ამავდროულად, გაუგზავნის დავის მონაწილე მეორე მხარეს.

6.
მხარეები საარბიტრაჟო პანელისათვის წარდგენილ ინფორმაციას მიიჩნევენ კონფიდენციალურად, თუ ინფორმაციის წარმდგენი მხარის მიერ ეს ინფორმაცია განსაზღვრულია, როგორც კონფიდენციალური.

7.
საარბიტრაჟო პანელი გადაწყვეტილებებს იღებს წევრების ხმათა უმრავლესობით. ნებისმიერ წევრს შეუძლია წარადგინოს განსხვავებული აზრი ისეთ საკითხებზე, რომლებზედაც ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. საარბიტრაჟო პანელი არ ასაჯაროებს, რომელი წევრების მოსაზრებები მიეკუთვნება უმრავლესობის მოსაზრებებს და რომლის - უმცირესობი