საარბიტრაჟო პანელის ანგარიში

1.
საარბიტრაჟო პანელმა, მისი შექმნის დღიდან არაუგვიანეს 90 დღეში, დავის მონაწილე მხარეებს უნდა წარუდგინოს პირველადი ანგარიში, რომელშიც შევა მისი დასკვნები და გადაწყვეტილებები. დავის მონაწილე მხარეს შეუძლია, საარბიტრაჟო პანელს მის პირველად ანგარიშთან დაკავშირებით წარუდგინოს შენიშვნები ანგარიშის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. საარბიტრაჟო პანელი დავის მონაწილე მხარეებს საბოლოო ანგარიშს წარუდგენს მხარეების მიერ პირველადი ანგარიშის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

2.
საბოლოო ანგარიში, ასევე, მუხლებში 12.8 და 12.9 გათვალისწინებული ნებისმიერი ანგარიში, ეგზავნება მხარეებს. ანგარიშები უნდა გასაჯაროვდეს, თუ მოდავე მხარეები სხვაგვარად არ თანხმდებიან.

3.
საარბიტრაჟო პანელის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ამ თავის ნებისმიერი დებულების მიხედვით, არის საბოლოო და დავის მონაწილე მხარეებისთვის შესასრულებლად სავალდებულ