კომპენსაცია და კონცესიების ან სხვა ვალდებულებების შეჩერება
1.
თუ მოპასუხე მხარე არ ასრულებს მუხლით 12.8 გათვალისწინებულ საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილებას, ან მომჩივან მხარეს ატყობინებს, რომ იგი არ აპირებს პანელის საბოლოო ანგარიშში მითითებული გადაწყვეტილების შესრულებას, ეს მხარე, მომჩივანი მხარის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია დაიწყოს კონსულტაციები ორივე მხარისათვის მისაღებ კომპენსაციაზე შესათანხმებლად. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი კონსულტაციები მოთხოვნილი იყო და შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის განმავლობაში, მომჩივანი მხარე უფლებამოსილია, შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მხოლოდ ის კონცესიები ან სხვა ვალდებულებები, რომლებიც იმ კონცესიების ან სხვა ვალდებულებების ეკვივალენტურია, რომლებზეც გავლენა იქონია საარბიტრაჟო პანელის მიერ წინამდებარე შეთანხმებასთან შეუსაბამოდ მიჩნეულმა ზომამ.
2.
იმაზე მსჯელობისას, თუ რომელი კონცესიები ან სხვა ვალდებულებები უნდა შეჩერდეს, მომჩივანი მხარე, პირველ რიგში, უნდა ეცადოს იმ კონცესიების ან სხვა ვალდებულებების შეჩერებას, რომლებიც იმავე სექტორს ან სექტორებს ეკუთვნიან, რომელზეც გავლენა იქონია იმ ზომამ, რომელიც საარბიტრაჟო პანელის მიერ წინამდებარე შეთანხმებასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. თუ მომჩივანი მხარე მიიჩნევს, რომ კონცესიების ან სხვა ვალდებულებების შეჩერება იმავე სექტორში ან სექტორებში არაპრაქტიკული ან არაეფექტურია, მას შეუძლია შეაჩეროს კონცესიები ან სხვა ვალდებულებები სხვა სექტორებში.
3.
მომჩივანი მხარე, შეჩერების ძალაში შესვლის თარიღამდე, არაუგვიანეს 30 დღისა, მოპასუხე მხარეს ატყობინებს თუ რომელი კონცესიების ან სხვა ვალდებულებების შეჩერებას აპირებს, აგრეთვე, ამგვარი შეჩერების მიზეზებს და შეჩერების ძალაში შესვლის დროს. ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში, მოპასუხე მხარეს შეუძლია, თავდაპირველ საარბიტრაჟო პანელის მოსთხოვოს გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, არის თუ არა ის კონცესიები ან სხვა ვალდებულებები, რომელთა შეჩერებასაც მომჩივანი მხარე აპირებს, იმ კონცესიების ან სხვა ვალდებულებების ეკვივალენტური, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების შეუსაბამოდ აღიარებული ზომის გამო დაზარალდა, და იმის თაობაზე, შეესაბამება თუ არა შემოთავაზებული შეჩერება პირველ და მე-2 პუნქტებს. საარბიტრაჟო პანელი გადაწყვეტილებას იღებს ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში. კონცესიები ან სხვა ვალდებულებები არ შეჩერდება, სანამ საარბიტრაჟო პანელი გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
4.
კომპენსაცია და კონცესიების ან სხვა ვალდებულებების შეჩერება დროებითი ზომებია და მათი გამოყენება მხოლოდ მომჩივან მხარეს შეუძლია მანამ, სანამ წინამდებარე შეთანხმების შეუსაბამოდ აღიარებული ზომა არ გაუქმდება ან შესწორდება იმგვარად, რომ შეესაბამებოდეს წინამდებარე შეთანხმებას, ან სანამ მოდავე მხარეები დავას სხვაგვარად არ გადაწყვეტენ.
5.
დავის მონაწილე მხარის მოთხოვნით, თავდაპირველი საარბიტრაჟო პანელი გადაწყვეტს, რამდენად შეესაბამება საბოლოო ანგარიშს ნებისმიერი საიმპლემენტაციო ზომა, რომელიც მიღებულია კონცესიების ან სხვა ვალდებულებების შეჩერების შემდეგ, და ამგვარი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, უნდა შეწყდეს ან შეიცვალოს თუ არა კონცესიების ან სხვა ვალდებულებების შეჩერება. საარბიტრაჟო პანელი გადაწყვეტილებას იღებს ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაშ