წინამდებარე შეთანხმებიდან გამოსვლა და შეთანხმების ვადის გასვლა
1.
თითოეულ მხარეს შეუძლია გამოვიდეს წინამდებარე შეთანხმებიდან, დეპოზიტარისთვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. შეთანხმებიდან გამოსვლა ძალაში შევა დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
2.
თუ საქართველო გამოვა წინამდებარე შეთანხმებიდან, მისი მოქმედების ვადა გამოსვლის ძალაში შესვლისთანავე ამოიწურება.
3. EFTA-ს ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც გადის ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის დამფუძვნებელი კონვენციიდან, ipso facto, გასვლის ძალაში შესვლის დღიდან აღარ ითვლება ამ ხელშეკრულების მხარე