დეპოზიტარი

დეპოზიტარის ფუნქციას ნორვეგიის მთავრობა ასრულებს.

რის დასტურადაც,შესაბამისად უფლებამოსილი ქვემორე ხელისმომწერნი
ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია ბერნში, 2016 წლის 27 ივნისი, ინგლისურ ენაზე ერთ ეგზემპლარად, რომელიც ინახება დეპოზიტართან, რომელიც დამოწმებულ ასლებს უგზავნის ყველა მხარეს.

ისლანდიის სახელით

..........................................................

საქართველოს სახელით

..........................................................

ლინხენშტაინის სამთავროს სახელით

..........................................................

ნორვეგიის სამეფოს სახელით

..........................................................

შვეიცარიის კონფედერაციის სახელით

..........................................................

1 შვეიცარია  იყენებს,  საბაჟო გადასახადებს  წონისა და რაოდენობის მიხედვით და არა ადვალორულ გადასახადებს.

2 მხარეები აღიარებენ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, ევროპის ეკონომიკური სივრცის შესახებ 1992 წლის შეთანხმებას და ამ შეთანხმების დანართში II მითითებულ ევროპის კავშირის ნებისმიერ აქტს, აგრეთვე 1999 წლის ევროპის კავშირსა და შვეიცარიას შორის ურთიერთაღიარების შეთანხმებას, ამ სამ შეთანხმებას, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე და მის შემდეგ შეტანილი ცვლილებების ჩათვლით.

3 კერძოდ,  საკვების იმპორტისა და ექსპორტის შემოწმებისა და სერტიფიცირების სისტემების შესახებ (CAC/GL 26-1997) კოდექს ალიმენტარიუსის კომიტეტის მიერ შემუშავებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს.

4 კერძოდ, კოდექს ალიმენტარიუსის კომისიის  საკვების იმპორტის საკონტროლო სისტემების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპებს (CAC/GL 47-2003) და საკვები პროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის შემოწმებისა და სერტიფიცირების სისტემების შექმნის, მუშაობის, შეფასებისა და აკრედიტაციის შესახებ სახელმძღვანელო პრინციპებს (CAC/GL 26-1997).

5 კერძოდ კოდექს ალიმენტარიუსის კომისიის (CAC), ცხოველთა ჯანმრთელობის საერთშორისო ორგანიზაციისა (OIE) და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) სახელძღვანელო პრინციპებით, რომლებიც იმპორტირებული კვების პროდუქტების საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ არმიღების შესახებ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლას ეხება.

6 როდესაც მომსახურების მიწოდება არ ხდება ან არაა მოთხოვნა მიეწოდებოდეს უშუალოდ იურიდიული პირის მიერ, არამედ მიეწოდება სხვა ფორმის კომერციული წარმომადგენლობის, კერძოდ, ფილიალის ან წარმომადგენლოს მიერ, მიუხედავად ამისა, მომსახურების მიმწოდებელზე (ე.ი. იურიდიულ პირზე) ასეთი კომერციული პირის მეშვეობით უნდა გავრცელდეს ამ თავით მომსახურების მიმწოდებლებისთვის გათვალისწინებული რეჟიმი. ამგვარი რეჟიმი გავრცელდება იმ კომერციული წარმომადგენლობაზე, რომლის მეშვეობითაც ხდება ან მოთხოვნილია, მომსახურების მიწოდება და არაა სავალდებულო გავრცელდეს მომსახურების მიმწოდებლის რომელიმე სხვა ნაწილზე, რომელიც იმ ტერიტორიის მიღმა მდებარეობს, სადაც ხდება ან მოთხოვნილია მომსახურების მიწოდება.

7 მხოლოდ ის ფაქტი, რომ ფიზიკური პირებისათვის მოითხოვება ვიზა, არ ჩაითვლება სპეციფიკური ვალდებულების პირობებით გათვალისწინებული შეღავათების გაბათილებად ან შეზღუდვად.

8 პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მე-12 თავით ან დავების მოგვარების შესახებ ვმო-ს შეთანხმებით მხარეებისთვის განსაზღრულ უფლებებსა და ვალდებულებებს.

9 მიიჩნევა რომ, მე-5 თავის რეგულირების სფეროდან საგანგებოდ გამორიცხული მომსახურებები ამ თავის რეგულირების სფეროში არ შედის.

10 საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებისგან განსხვავებული ეროვნული ტექნიკური რეგლამენტების გამოყენება შეუძლია 2022 წლის სექტემბრამდე.

11 ამ თავის მიზნებისათვის, ტერმინები „მხარე“, „დავის მონაწილე მხარე“, „მომჩივანი მხარე“ და „მოპასუხე მხარე“ შეიძლება აღნიშნავდეს ერთ ან მეტ მხარე