ძალაში შესვლა
1.
წინამდებარე შეთანხმება ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას მხარეების შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტები ინახება დეპოზიტართან.
2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის იმ თარიღის შემდეგ მესამე თვის პირველი დღიდან, როდესაც EFTA-ს, სულ მცირე, ერთი სახელმწიფო და საქართველო საკუთარ რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტებს გადასცემენ დეპოზიტარს.
3. EFTA-ს იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელიც საკუთარ რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტებს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს დეპოზიტარს, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დოკუმენტის დეპოზიტარისთვის გადაცემიდან მესამე თვის პირველ დღეს.
4. თუ შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნები ამის საშუალებას იძლევა, EFTA-ს ნებისმიერ სახელმწიფოს ან საქართველოს შეუძლია წინასწარ გამოიყენოს წინამდებარე შეთანხმება, ამ მხარისთვის შეთანხმების ძალაში შესვლამდე. ამ პუნქტის შესაბამისად წინამდებარე შეთანხმების წინასწარ გამოყენების შესახებ ეცნობება დეპოზიტარ