პანელის საბოლოო ანგარიშის შესრულება

1.

მოპასუხე მხარე დაუყოვნებლივ ასრულებს საბოლოო ანგარიშში მითითებულ გადაწყვეტილებას. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულება შეუძლებელია, დავის მონაწილე მხარეები ცდილობენ გადაწყვეტილების შესრულების გონივრულ ვადაზე შეთანხმდნენ. თუ საბოლოო ანგარიშის გამოცემიდან 45 დღის განმავლობაში ამგვარი შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, დავის მონაწილე ნებისმიერ მხარეს შეუძლია, თავდაპირველ საარბიტრაჟო პანელს სთხოვოს გონივრული ვადის განსაზღვრა საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. საარბიტრაჟო პანელი გადაწყვეტილებას იღებს ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

2.
მოპასუხე მხარე მეორე მხარეს ატყობინებს საბოლოო ანგარიშის გადაწყვეტილების შესასრულებლად მიღებული ზომის შესახებ, ასევე, აწვდის დაწვრილებით აღწერილობას იმის თაობაზე, თუ როგორ უზრუნველყოფს ეს ზომა გადაწყვეტილების შესრულებას, რათა მეორე მხარეს მიეცეს საკმარისი შესაძლებლობა, რომ შეაფასოს აღნიშნული ზომა.

3.
საბოლოო ანგარიშში მითითებული გადაწყვეტილების შესასრულებლად საჭირო ზომის არსებობაზე ან ამ ზომის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაზე მხარეების უთანხმოების შემთხვევაში, დავის მონაწილე რომელიმე მხარის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნულ უთანხმოებას წყვეტს იგივე საარბიტრაჟო პანელი, სანამ შესაძლებელი გახდება კომპენსაციის მოთხოვნა ან შეღავათების შეჩერება მუხლის 12.9 შესაბამისად. საარბიტრაჟო პანელი გადაწყვეტილებას იღებს მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაშ