საარბიტრაჟო პანელის დაარსება

1.
თუ მოპასუხე მხარის მიერ კონსულტაციების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებში, მალფუჭებადი საქონელი ჩათვლით, 30 დღის ვადაში, მუხლით 12.3 გათვალისწინებული კონსულტაციების შედეგად დავა ვერ მოგვარდა, მომჩივან მხარეს შეუძლია მოითხოვოს საარბიტრაჟო პანელის შექმნა წერილობითი მოთხოვნის საშუალებით, რომელსაც უგზავნის მოპასუხე მხარეს. ამ მოთხოვნის ასლი ეგზავნება სხვა მხარეებსაც, რათა მათ გადაწყვიტონ, მიიღონ თუ არა მონაწილეობა საარბიტრაჟო პროცესში.

2.
საარბიტრაჟო პანელის შექმნის მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ზომა, რომელიც დავის საგანს წარმოადგენს და საჩივრის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების მოკლე შინაარსი.

3.
საარბიტრაჟო პანელის შედგება სამი წევრისგან, რომლებიც ინიშნებიან, 1992 წლის 20 ოქტომბრიდან მოქმედი, "ჰააგის მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული ორ სახელმწიფოს შორის დავების მოგვარების ფაკულტატური წესების" შესაბამისად (შემდგომში „ფაკულტატური წესები“) შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით. საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარე ინიშნება იმავე დღეს, როდესაც იქმნება საარბიტრაჟო პანელი.

4.
თუ საარბიტრაჟო პანელის შექმნის მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში დავის მონაწილე მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, საარბიტრაჟო პანელის უფლებამოსილების ფარგლებში შედის:

„წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს საარბიტრაჟო პანელის შექმნის მოთხოვნაში მითითებული საკითხი მუხლის 12.4 შესაბამისად და გააკეთოს დასაბუთებული დასკვნები საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, ასევე გასცეს რეკომენდაციები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დავის მოსაგვარებლად და შესაბამისი გადაწყვეტილების შესასრულებლად“.

5.
თუ საარბიტრაჟო პანელის შექმნას ერთსა და იმავე საკითხზე ერთზე მეტი მხარე ითხოვს, ან თუ საჩივარი ერთზე მეტ მოპასუხე მხარეს ეხება, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, უნდა შეიქმნას ერთი საარბიტრაჟო პანელი, რომელიც განიხილავს ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებული საჩივრებს.

6.
მხარე, რომელიც არ არის დავის მონაწილე მხარე, უფლებამოსილია, დავის მონაწილე მხარეებისათვის წერილობითი შეტყობინების გადაცემის შემდეგ, საარბიტრაჟო პანელს წარუდგინოს წერილობითი მასალები და მიიღოს წერილობითი მასალები, მათ შორის, დანართები, დავის მონაწილე მხარეებისგან, დაესწროს სხდომებს და გააკეთოს ზეპირი განცხადებებ