რეგულირების სფერო და დაფარვის არეალი
1.
ამ თავის დებულებები გამოიყენება ნებისმიერი დავის მოსაგვარებლად, რომელიც წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოიშობა.
2.
როგორც წინამდებარე შეთანხმების, ისე WTO-ს შეთანხმების საფუძველზე, ერთსა და იმავე საკითხზე წარმოშობილი დავები შეიძლება მოგვარდეს ამ ორიდან ნებისმიერის ფორუმის ფარგლებში, მომჩივანი მხარის სურვილისამებრ.
[11]
ამგვარად შერჩეული ფორუმის გამოიყენებისას მეორე ფორუმი გამოირიცხება.
3.
მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, WTO-ს შეთანხმების ფარგლებში დავის მოგვარების პროცედურები შერჩეულად ითვლება, როდესაც მხარე მოითხოვს, "დავების მოგვარების მარეგულირებელი წესებისა და პროცედურების შესახებ WTO-ს შეთანხმების" მუხლით 6 გათვალისწინებული პანელის შექმნას, ხოლო წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში დავის მოგვარების პროცედურები შერჩეულად ჩაითვლება, მხარის მიერ მუხლის 12.4 პირველი პუნქტის შესაბამისად არბიტრაჟის მოთხოვნისა