მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ვაჭრობისა და ინვესტიციიების წახალისება

1.
მხარეები უნდა მიისწრაფოდნენ ხელი შეუწყონ უცხოურ ინვესტიციებს, გარემოსთვის სასარგებლო საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობასა და მათ გავრცელებას, მათ შორის, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების, მდგრადი განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტური და ეკოლოგიური მარკირების მქონე საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის განვითარებას. ამასთან დაკავშირებული არასატარიფო ბარიერები რეგულირდება ამ ნაწილით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.

2.
მხარეების უნდა მიისწრაფოდნენ ხელი შეუწყონ უცხოურ ინვესტიციას, ისეთი საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობასა და მათ გავრცელებას, რომელსაც წვლილი შეაქვს მდგრად განვითარებაში, მათ შორის, საქონელსა და მომსახურებას, რომელიც ისეთი სქემების ნაწილია, როგორიცაა სამართლიანი და ეთიკური ვაჭრობა.

3.
ამ მიზნით, მხარეები თანხმდებიან, გაცვალონ ხედვები და შეიძლება, ერთობლივად ან ორმხრივად, განიხილონ ამ სფეროში თანამშრომლობის საკითხი.

4.
მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ საწარმოებს შორის თანამშრომლობას ისეთ საქონელთან, მომსახურებასთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რომლებსაც წვლილი შეაქვთ მდგრად განვითარებაში და სასარგებლოა გარემოსთვი