შრომის საერთაშორისო სტანდარტები და შეთანხმებები
1.
მხარეები ითვალისწინებენ თავიანთ ვალდებულებებს, რომლებიც წარმოშობილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წევრობიდან და 1998 წელს შრომის საერთაშორისო კონფერენციის 86-ე სესიაზე მიღებული "სამუშაო ადგილზე ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების და მათი განხორციელების მექანიზმების შესახებ" ILO-ს დეკლარაციიდან, რათა პატივი სცენ, დაიცვან და განახორციელონ ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული შემდეგი პრინციპები:
(a)
გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების ეფექტური აღიარება;
(b)
იძულებითი ან სავალდებულო შრომის ყველა ფორმის აღმოფხვრა;
(c)
ბავშვთა შრომის ეფექტური გაუქმება; და
(d)
დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში დისკრიმინაციის აღმოფხვრა.
2.
მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, "სრული დასაქმებისა და ღირსეული შრომის შესახებ" გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მინისტერიალის 2006 წლის დეკლარაციის შესაბამისად, აღიარონ სრული და ნაყოფიერი დასაქმებისა და ღირსეული შრომის მნიშვნელობა ყველასათვის, როგორც მდგრადი განვითარების მთავარი ელემენტი ყველა ქვეყნისთვის და როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის უპირატესი მიზანი, აგრეთვე ვალდებულებას მხარი დაუჭირონ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს ყველასთვის სრულ და ნაყოფიერ დასაქმებასა და ღირსეულ შრომას.
3.
მხარეები ითვალისწინებენ იმ ვალდებულებებს, რომლებიც წარმოშობილია ILO-ს წევრობიდან, და რომელიც ითვალისწინებს ვალდებულებას ეფექტურად განახორციელონ მათ მიერ რატიფიცირებული ILO-ს კონვენციები, ასევე ვალდებულებას მუდმივი და განუწყვეტელი ძალისხმევით მოახდინონ ILO-ს ფუნდამენტური კონვენციების რატიფიცირება, აგრეთვე, განიხილონ სხვა კონვენციების რატიფიცირების საკითხი, რომლებიც ILO-ს მიერ კლასიფიცირდება, როგორც „განახლებული“.
4.
მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ 2008 წელს შრომის საერთაშორისო კონფერენციის 97-ე სესიაზე მიღებული სამართლიანი გლობალიზაციის მიზნებისთვის სოციალური სამართლიანობის შესახებ ILO-ს დეკლარაციის შესაბამისად, სამუშაო ადგილზე ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების დარღვევა არ უნდა იქნას გამოყენებული ლეგიტიმურ შედარებით უპირატესობად და რომ შრომის სტანდარტები არ უნდა იქნას გამოყენებული პროტექციონისტული მიზნებისათვის ვაჭრობის სფეროშ