ცვლილებები

1.
ნებისმიერ მხარეს შეუძლია, ერთობლივ კომიტეტს მიმართოს წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებები შეტანის წინადადებით, რათა მან განიხილოს და გასცეს რეკომენდაცია.

2.
თუ  მე-11 მუხლის მე-8 პუნქტით სხვაგვარად არაა გათვალისწინებული, წინამდებარე შეთანხმებაში შესატანი ცვლილებები წარედგინება მხარეებს რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცებისთვის, მათი შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად. ცვლილებების ტექსტი და რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტები ინახება დეპოზიტართან.

3.
წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებები ძალაში შედის იმ თარიღის შემდეგ მესამე თვის პირველი რიცხვიდან, როდესაც EFTA-ს, სულ მცირე, ერთი სახელმწიფო და საქართველო საკუთარ რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტებს გადასცემენ დეპოზიტარს. EFTA-ს იმ სახელმწიფოს მიმართებაში, რომელიც საკუთარ რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტებს ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს დეპოზიტარს, ცვლილება ძალაში შევა დოკუმენტის გადაცემიდან მესამე თვის პირველ დღეს.

4.
ცვლილებები, რომლებიც EFTA-ს მხოლოდ ერთ ან რამდენიმე სახელმწიფოსა და საქართველოს ეხება, თანხმდება მხოლოდ დაინტერესებულ მხარეებს შორის.

5.
თუ შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნები ამის საშუალებას იძლევა, EFTA-ს ნებისმიერ სახელმწიფოს ან საქართველოს შეუძლია, ნებისმიერი ცვლილება გამოიყენოს დროებით, ამ მხარისთვის მის ძალაში შესვლამდე. ცვლილებების დროებითი გამოყენების შესახებ უნდა ეცნობოს დეპოზიტარ