1. ამით იქმნება ერთობლივი კომიტეტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება თითოეული მხარე. ერთობლივი კომიტეტი პასუხისმგებელია ამ შეთანხმების ადმინისტრირებაზე და უზრუნველყოფს მის სათანადო რეალიზაციას.
2. ამ შეთანხმების სათანადო რეალიზაციის მიზნით, მხარეები ცვლიან ინფორმაციას და რომელიმე მხარის მოთხოვნით, მართავენ კონსულტაციებს ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში. ერთობლივი კომიტეტი განიხილავს მხარეთა შორის ვაჭრობის ხელშემშლელი ბარიერების შემდგომი აღმოფხვრის შესაძლებლობას.
3. ერთობლივი კომიტეტი შეუძლია, 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა თანახმად, მიიღონ გადაწყვეტილებები ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა საკითხების თაობაზე ერთობლივ კომიტეტს შეუძლია გამოთქვას რეკომენდაციები