1. მხარეები ყველა აუცილებელ ზომას მიიღებენ იმისთვის, რათა უზრუნველყონ ამ შეთანხმების მიზნების მიღწევა და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თავიანთი ვალდებულებების შესრულება. თუკი წარმოიქმნება რაიმე უთანხმოება ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, მხარეები, თანამშრომლობისა და კონსულტაციების მეშვეობით, ყოველ ღონეს იხმარენ ორივე მხარისათვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მისაღწევად.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები მეორე მხარესთან, რომლებიც შეეხება ნებისმიერ რეალურ თუ შემოთავაზებულ ზომას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელმაც როგორც მას მიაჩნია, ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამ შეთანხმების მოქმედებაზე. კონსულტაციების მომთხოვნი მხარე ამავე დროს წერილობით შეატყობინებს ამის თაობაზე მეორე მხარეს და მიაწვდის მთელს შესაბამის ინფორმაციას.
3. კონსულტაციები გაიმართება ერთობლივ კომიტეტში, თუ რომელიმე მხარე ამას მოითხოვს, მე-2 პუნქტში მოხსენებული შეტყობინებების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში, იმ მიზნით, რათა მოხერხდეს ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა
შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის · რედაქცია 21.11.2007
მუხლი 30. ვალდებულებათა შესრულება
თავი V — ინსტიტუციური და დასკვნითი დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა 10 დღის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. სუბსიდიები
- მუხლი 22. ინტელექტუალური საკუთრების უფლებანი
- მუხლი 23. სახელმწიფო მონოპოლიები
- მუხლი 25. ვაჭრობის ხელშემშლელი ტექნიკური ბარიერები
- მუხლი 26. მომსახურებებით ვაჭრობა
- მუხლი 27. ერთობლივი კომიტეტის შექმნა
- მუხლი 31. შეტყობინებათა და კონსულტაციათა პროცედურა ზომების მისაღებად
- მუხლი 32. დავების მოგვარება
- მუხლი 33. ცვლილებების მუხლი
- მუხლი 34. შესწორებები
- მუხლი 36. იურიდიული ძალა და მოქმედების შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის“, მუხლი 30, №-, 21.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 480260000.03.030.000709 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1311090/muxli-30/