1. ორივე მხარეს შეუძლია ერთობლივ კომიტეტს განსახილველად გადასცეს ამ შეთანხმების გამოყენებასთან ან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა.
2. ერთობლივ კომიტეტს შეუძლია მოაგვაროს დავა გადაწყვეტილების გამოტანის გზით.
3. თითოეული მხარე ვალდებულია, მიიღოს ზომები, რომლებიც მე-2 პუნქტში მოხსენებული გადაწყვეტილების განხორციელებასთანაა დაკავშირებული.
4. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დავის მოგვარება მე-2 პუნქტის თანახმად, თითოეულ მხარეს შეუძლია აცნობოს მეორე არბიტრის დანიშვნის შესხებ; ასეთ შემთხვევაში, მეორე მხარის ორი თვის განმავლობაში უნდა დანიშნოს მეორე არბიტრი.
5. ორი არბიტრი შეთანხმდება მესამე არბიტრის თაობაზე, რომელიც უნდა იყოს მოქალაქე მესამე ქვეყნისა, რომელთანაც ორივე მხარეს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს იმ შემთხვევაში, თუ ორი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდება შეთანხმება მესამე არბიტრის თაობაზე, ამ აუცილებელ დანიშვნას განახორციელებს ერთობლივი კომიტეტი.
6. არბიტრების გადაწყვეტილებანი მიიღება ხმათა უნრავლესობით.
7. დავის თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია არბიტრების გადაწყვეტილების სარეალიზაციოდ
შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის · რედაქცია 21.11.2007
მუხლი 32. დავების მოგვარება
თავი V — ინსტიტუციური და დასკვნითი დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა ორი თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. სახელმწიფო მონოპოლიები
- მუხლი 25. ვაჭრობის ხელშემშლელი ტექნიკური ბარიერები
- მუხლი 26. მომსახურებებით ვაჭრობა
- მუხლი 27. ერთობლივი კომიტეტის შექმნა
- მუხლი 30. ვალდებულებათა შესრულება
- მუხლი 31. შეტყობინებათა და კონსულტაციათა პროცედურა ზომების მისაღებად
- მუხლი 33. ცვლილებების მუხლი
- მუხლი 34. შესწორებები
- მუხლი 36. იურიდიული ძალა და მოქმედების შეწყვეტა
- მუხლი 37. ძალაში შესვლა
- მუხლი 2. 1. წინამდებარე ოქმის 1-ლ დანართში ჩამოთვლილი თურქეთის რესპუბლიკაში წარმოშობილი სოფლის მეურნეობის საქონლის იმპორტი საქართველოში განხორციელდება ზემოხსენებულ დანართში ჩამოყალიბებული პირობების მიხედვით
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის“, მუხლი 32, №-, 21.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 480260000.03.030.000709 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1311090/muxli-32/