1. მე-14, მე-15, მე-20 და 30-ე მუხლებში მოყვანილი რომელიმე ზომის გამოყენების პროცედურის დაწყებამდე ამ შეთანხმების მხარეები ეცდებიან, მათ შორის არსებული ნებისმიერი უთანხმოება მოაგვარონ პირდაპირი კონსულტაციების გზით და მეორე მხარეს შეატყობინებენ ამის შესახებ.
2. მხარე, რომელიც აპირებს ზომებს მიმართოს, სწრაფად შეატყობინებს ამის შესახებ ერთობლივ კომიტეტს. აღნიშნული მხარე მიაწვდის ერთობლივ კომიტეტს მთელ შესაბამის ინფორმაციას და გაუწევს მას დახმარებას, რომელიც შემთხვევის შესასწავლად არის საჭირო. კონსულტაციები მხარეთა შორის დაუყოვნებლივ გაიმართება ერთობლივ კომიტეტში იმ მიზნით, რათა მოხერხდეს ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა.
3. თუ საკითხის განსახილველად ერთობლივი კომიტეტისათვის გადაცემიდან ერთი თვის განმავლობაში მხარე, რომელსაც საქმე შეეხება, არ აღმოფხვრის დავის საგნად გამხდარ პრაქტიკას ან ნაცნობებ სირთულეებს და თუ ერთობლივ კომიტეტის გამოტანილი არ ექნება გადაწყვეტილება საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მიიღოს ზომები, რომელთაც იგი აუცილებლად მიიჩნევს სიტუაციის გამოსასწორებლად.
4. მიღებული ზომების შესახებ ეცნობება უშუალოდ ერთობლივ კომიტეტს. ეს ზომები, მათს მასშტაბსა და ხანგრძლივობასთან მიმარტებაში, უნდა შემოიფარგლოს იმით, რაც მკაცრად აუცილებელია იმ სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელმაც მათი გამოყენება გამოიწვია და არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პრაქტიკის ან სირთულის მიერ გამოწვეულ ზიანს. პრიორიტეტი მიენიჭება იმგვარ ზომებს, რომლებიც ყველაზე ნაკლებად შეუშლის ხელს ამ შეთანხმების ფუნქციონირებას.
5. მიღებული ზომები საგანი იქნება ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში გამართული რეგულარული კონსულტაციებისა მათი შერბილების ან გაუქმების მიზნით, როდესაც პირობები მათს არსებობას აღარ გაამართლებს.
6. როდესაც განსაკუთრებული ვითარება, რომელიც გადაუდებელ მოქმედებას მოითხოვს, შეუძლებელსა ხდის წინასწარ განხილვას, დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, მე-14, მე-15, მე-20 და 30-ე მუხლების შემთხვევებში, დაუყოვნებლივ გამოიყენოს სიფრთხილის წინასწარი ზომები, რომლებიც მკაცრად აუცილებელია სიტუაციის გამოსასწორებლად. ზომების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება ერთობლივ კომიტეტს და ამ შეთანხმების მხარეთა შორის გაიმართება კონსულტაციები ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში
შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის · რედაქცია 21.11.2007
მუხლი 31. შეტყობინებათა და კონსულტაციათა პროცედურა ზომების მისაღებად
თავი V — ინსტიტუციური და დასკვნითი დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი თვის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 22. ინტელექტუალური საკუთრების უფლებანი
- მუხლი 23. სახელმწიფო მონოპოლიები
- მუხლი 25. ვაჭრობის ხელშემშლელი ტექნიკური ბარიერები
- მუხლი 26. მომსახურებებით ვაჭრობა
- მუხლი 27. ერთობლივი კომიტეტის შექმნა
- მუხლი 30. ვალდებულებათა შესრულება
- მუხლი 32. დავების მოგვარება
- მუხლი 33. ცვლილებების მუხლი
- მუხლი 34. შესწორებები
- მუხლი 36. იურიდიული ძალა და მოქმედების შეწყვეტა
- მუხლი 37. ძალაში შესვლა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის“, მუხლი 31, №-, 21.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 480260000.03.030.000709 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1311090/muxli-31/