ეს შეთანხმება ძალაში შედის მეორე თვის პირველ დღეს იმ თარიღიდან, როდესაც დიპლომატიური არხებით მიღებული იქნება ბოლო წერილობითი შეტყობინება, რომლითაც მხარეები ურთიერთს აცნობებენ, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის მათი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი მოთხოვნის შესრულებულია.
რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელის მომწერებმა, იყვნენ რა ამისთვის სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.
შესრულებულია თბილიში, 2007 წლის 21 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით
თურქეთის რესპუბლიკის სახელით
დანართი I
მე-3 და მე-8 მუხლებში მოხსენებული პროდუქტების ჩამონათვალი
HS კოდი 2905.43 (მანიტან)
HS კოდი 2905.44 (სორბიტი)
HS სათაური 33.01 (ეთერზეთები)
HS კოდი 3302.10 (სურნელოვანი ნივთიერებები კვების მრეწველობაში ან სასმელების წარმოებაში გაოსაყენებლად)
HS სათაური 35.01-დან 35.05-მდე (ალბუმინის შემსველი ნივთიერებები, მოდიფიცირებული სახამებლები, წებოები)
HS კოდი 38.09.10 (გასაწყობი საშუალებები, ღებვის დამაჩქარებლები სახამებლიანი ნივთიერებების ფუძეზე)
HS კოდი 3824.60 (სორბიტი, რომელიც სხვაგან არ მოიპოვება)
HS სათაური 41.01-დან 41.03-მდე (დაუმუშავებელი ტყავი)
HS სათაური 43.01 (ნედლი ბეწვეული)
HS სათაური 50.01-დან 50.03-მდე (ნედლი აბრეშუმი და აბრეშუმის ნარჩენები)
HS სათაური 51.01-დან 51.03-მდე (შალი და ცხოველის ბეწვი, მატყლის ნარჩენები)
HS სათაური 52.01-დან 52.03-მდე (ნედლი ბამბა, ბამბის ნარჩენების და დაჩეჩილი ბამბა)
HS სათაური 53.01 (ნედლი)
HS სათაური 53.02 (ნედლი კანაფი)
ოქმი I
(მოხსენებული მე-9 მუხლში
შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის · რედაქცია 21.11.2007
მუხლი 37. ძალაში შესვლა
თავი V — ინსტიტუციური და დასკვნითი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 30. ვალდებულებათა შესრულება
- მუხლი 31. შეტყობინებათა და კონსულტაციათა პროცედურა ზომების მისაღებად
- მუხლი 32. დავების მოგვარება
- მუხლი 33. ცვლილებების მუხლი
- მუხლი 34. შესწორებები
- მუხლი 36. იურიდიული ძალა და მოქმედების შეწყვეტა
- მუხლი 2. 1. წინამდებარე ოქმის 1-ლ დანართში ჩამოთვლილი თურქეთის რესპუბლიკაში წარმოშობილი სოფლის მეურნეობის საქონლის იმპორტი საქართველოში განხორციელდება ზემოხსენებულ დანართში ჩამოყალიბებული პირობების მიხედვით
- მუხლი 3. წინამდებარე ოქმის დანართებში ჩამოთვლილ პროდუქტებთან დაკავშირებით მხარეები ერთმანეთს მიანიჭებენ პრეფერენციულ რეჟიმს მე-2 ოქმის იმ დებულებების შესაბამისად, რომლებიც ეხება ხელშეკრულებაში მოცემულ წარმოშობ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის“, მუხლი 37, №-, 21.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 480260000.03.030.000709 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1311090/muxli-37/