1. როდესაც ერთ-ერთი მხარე მიიჩნევს, რომ სასარგებლო და მხარეთა ეკონომიკებისთვის სასიკეთო იქნებოდა ამ შეთანხმებით დადგენილ ურთიერთობათა განვითარება მათი განვრცობით ისეთ სფეროებზე, რომელთაც ეს შეთანხმება არ მოიცავს, იგი მოთხოვნას წარუდგენს მეორე მხარეს. ერთობლივი კომიტეტი განიხილავს ამ მოთხოვნას და როდესაც ეს მიზანშეწონილი იქნება, გააკეთებს რეკომენდაციებს, კერძოდ მოლაპარაკებათა დაწყების მიზნით.
2. 1-ლ პუნქტში მოხსენებული პროცედურის შედეგად წარმოქმნილი შეთანხმებები დაექვემდებარება ამ შეთანხმების მხარეთა მიერ რატიფიკაციას ან დამტკიცებას თანახმად მათი ეროვნული კანონმდებლობისა