1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე გულისყურით განიხილავს და უზრუნველყოფს კონსულტაციების გამართვის ადეკვატურ შესაძლებლობას მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ნებისმიერი ისეთი საკითხის ირგვლივ, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ამ შეთანხმების შესრულებაზე.

2. ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით  ხელშემკვრელ მხარეებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა, რომელიც დამაკმაყოფილებლად ვერ მოგვარდება დიპლომატიური არხებით კონსულტაციების შედეგად, გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა საარბიტრაჟო საბჭოს. ასეთი საარბიტრაჟო საბჭო თითოეული დავისათვის შედგენილი იქნება შემდეგნაირად: მეორე ხელშემკვრელი მხარისაგან არბიტრაჟის მოწვევის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს არბიტრს. ეს ორი არბიტრი შემდგომ აირჩევს მესამე არბიტრს, რომელიც ორივე ხელშემკვრელი მხარის თანხმობით დაინიშნება თავმჯდომარედ, იმ პირობით, რომ მესამე არბიტრი არ უნდა იყოს არც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე; თავმჯდომარე უნდა დაინიშნოს დანარჩენი ორი არბიტრის დანიშვნის დღიდან 60 დღის განმავლობაში.

3. თუ მე-2 პუნქტში მითითებული აუცილებელი დანიშვნები არ განხორციელდება ამავე პუნქტში მითითებულ ვადებში, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული, შესაბამისი დანიშვნების განხორციელების მოთხოვნით მიმართოს ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურ მდივანს.

4. საარბიტრაჟო საბჭო, ხელშემკვრელ მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ, თავად განსაზღვრავს საკუთარ პროცედურულ წესებს. საარბიტრაჟო საბჭო დავას გადაწყვეტს ამ შეთანხმების და საერთაშორისო სამართლის იმ წესებისა და პრინციპების შესაბამისად, რომლებიც არეგულირებენ დავის საგანს. საარბიტრაჟო საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს გონივრული ვადის ფარგლებში, ხმათა უმრავლესობით. ამგვარი გადაწყვეტილება საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად.

5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავად აანაზღაურებს მის მიერ დანიშნული არბიტრის და საარბიტრაჟო პროცესში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. საარბიტრაჟო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული და, ასევე, საარბიტრაჟო საბჭოს ნებისმიერი სხვა ხარჯები თანაბრად დაეკისრებათ ხელშემკვრელ მხარეებს, თუ საარბიტრაჟო საბჭო სხვაგვარად არ გადაწყვეტ