1. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიიღოს ან შეინარჩუნოს შემზღუდველი ზომები ტრანსსასაზღვრო კაპიტალის ოპერაციებთან, ასევე, გადახდებთან ან ტრანსფერებთან, მათ შორის იმ ტრანსფერებთან, რომლებიც მოცემულია მე-14 მუხლში ინვესტიციებთან დაკავშირებულ ოპერაციებთან მიმართებით:
(a) საგადასახადო ბალანსსა და საგარეო ფინანსური ვალდებულებების შესრულებაში შექმნილი სერიოზული სირთულეების ან საფრთხის შემთხვევაში; ან
(b) გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც კაპიტალის მოძრაობა იწვევს ან არსებობს რისკი, რომ გამოიწვევს სერიოზულ სირთულეებს მაკროეკონომიკური მართვის, კერძოდ, მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკისათვის.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემზღუდველი ზომები:
(a) გამოყენებული უნდა იქნეს ისე, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე არ აღმოჩნდეს ნაკლებად ხელსაყრელ რეჟიმში, ვიდრე რომელიმე არახელშემკვრელი მხარე;
(b) უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების მუხლებს;
(c) არ უნდა აღემატებოდეს იმ ზომებს, რომელიც აუცილებელია პირველ პუნქტში მოცემულ გარემოებებთან გასამკლავებლად;
(d) უნდა ატარებდეს დროებით ხასიათს და ეტაპობრივად მოიხსნას, პირველ პუნქტში მითითებული მდგომარეობის გამოსწორებისთანავე;
(e) დაუყოვნებლივ ეცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს; და
(f) თავიდან ირიდებდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომერციული, ეკონომიკური და ფინანსური ინტერესებისათვის არასაჭირო ზიანის მიყენება