თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე ან მის მიერ დანიშნული ორგანო თავის ინვესტორს, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით გადაუხდის თანხას ზარალის ანაზღაურების კონტრაქტის, საგარანტიო წერილის ან სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე, ეს უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარე ცნობს პირველი ხელშემკვრელი მხარისათვის ან მის მიერ დანიშნული ორგანოსათვის იმ ინვესტორის ნებისმიერი უფლების ან მოთხოვნის გადაცემას, რომლის მიმართაც განხორციელდა ამგვარი გადახდა, და აღიარებს პირველი ხელშემკვრელი მხარის ან მის მიერ დანიშნული ორგანოს უფლებას, სუბროგაციის საფუძველზე გამოიყენოს ნებისმიერი ამგვარი უფლება და მოთხოვნა, ისეთივე წესით, როგორითაც გამოიყენებოდა ინვესტორის თავდაპირველი უფლება და მოთხოვნა. რაც შეეხება, თანხის გადახდას პირველი ხელშემკვრელი მხარის ან მის მიერ დანიშნული ორგანოსთვის, უფლების ან მოთხოვნის ზემოაღნიშნული წესით გადაცემის საფუძველზე და აღნიშნული თანხის ტრანსფერს, ამ შემთხვევაში მე-11, მე-12 და მე-14 მუხლების დებულებები, გამოიყენება გარემოებებიდან გამომდინარე ცვლილებები