1.  ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეს ხელი არ უნდა შეეშალოს ფინანსურ მომსახურებასთან მიმართებით გონივრული ზომების მიღებაში, მათ შორის, ისეთი ზომების ჩათვლით, რომელთა მიზანია დაიცვას ინვესტორები, მეანაბრეები, პოლისის მფლობელები ან ის პირები, რომელთა მიმართაც ფინანსურ მომსახურებათა მიმწოდებელ საწარმოს ეკისრება ფიდუციარული ვალდებულება, ან მისი ფინანსური სისტემის ერთიანობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

2. თუ ხელშემკვრელი მხარის მიერ პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომები არ შეესაბამება ამ შეთანხმებას, ისინი არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ხელშემკვრელი მხარის ვალდებულებების თავიდან აცილების საშუალებ