თითოეული ხელშემკვრელი მხარე აღიარებს, რომ დაუშვებელია მეორე ხელშემკვრელი მხარის და არახელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციების წახალისება მისი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების ან გარემოსდაცვითი ზომების შემსუბუქებით ან შრომის სტანდარტების გაუარესების გზით. ამ თვალსაზრისით, არც ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა თქვას უარი, ან სხვაგვარად თავი აარიდოს ამგვარ ზომებს ან სტანდარტებს, რათა წაახალისოს თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ან არახელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციების განხორციელება, შეძენა ან გაფართოებ