1.  იმ პირობით, რომ ხელშემკვრელმა მხარემ ამგვარი ზომები არ უნდა განახორციელოს ისეთი წესით, რაც წარმოადგენს თვითნებურ ან გაუმართლებელ დისკრიმინაციას, ან ფარულ შეზღუდვას მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა და პირველი ხელშემკვრელი  მხარის ტერიტორიაზე მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან მიმართებით, ამ შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნეს  გაგებული ისე, თითქოს იგი პირველ ხელშემკვრელ მხარეს ხელს უშლიდეს ისეთი ზომების მიღებაში ან ამოქმედებაში,  რომლებიც:

(a) აუცილებელია ადამიანის, ცხოველის ან მცენარის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დასაცავად;

(b) აუცილებელია საზოგადოებრივი მორალის დაცვის ან საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით, იმ პირობით, რომ საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებული გამონაკლისი ამოქმედდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალური და საკმარისად სერიოზული საფრთხე ემუქრება საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ინტერესს;

(c) აუცილებელია სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რომელიც წინააღმდეგობაში არ არის ამ შეთანხმების დებულებებთან, მათ შორის, იმ დებულებებთან, რომლებიც შეეხება:

(i)  შეცდომაში შემყვანი და არაკეთილსინდისიერი ქმედებების აღკვეთას ან კონტრაქტის შეუსრულებლობით გამოწვეული შედეგების გამოსწორებას;

(ii)  პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას, პირად მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის პროცესში და პირადი მონაცემებისა და ჩანაწერების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას; ან

(iii) უსაფრთხოებას; ან

(d) დაწესებულია მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების ეროვნული საგანძურის დასაცავად.

2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ამ შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, თითქოს იგი ხელს უშლიდეს ხელშემკვრელ მხარეს ისეთი ზომების მიღებაში ან აღსრულებაში:

(a) რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს თავისი უსაფრთხოების ძირითადი ინტერესების დასაცავად:

(i)  ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, ან სხვა სახის საგანგებო მდგომარეობის დროს ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ან  საერთაშორისო ურთიერთობებში; ან

(ii) ეროვნული პოლიტიკის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებასთან იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში; ან

(b)  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების ფარგლებში მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.

3. წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი  უნდა იყოს განმარტებული ისე, თითქოს იგი ავალდებულებდეს ხელშემკვრელ მხარეს მიაწოდოს ან გასცეს ისეთ ინფორმაციაზე წვდომა, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება მისი ძირითადი უსაფრთხოების ინტერესებ