1. წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი არ ზღუდავს ხელშემკვრელ მხარეს მიიღოს ან შეინარჩუნოს გონივრული ზომები, მათ შორის:

a. ინვესტორების, მეანაბრეების და პოლისის მფლობელების, ან იმ პირების დაცვის მიზნით, რომელთა მიმართაც ფინანსურ მომსახურებათა მიმწოდებელს გააჩნია ფიდუციური ვალდებულება; და

b. უზრუნველყოს ხელშემკვრელი მხარის ფინანსური სისტემის ერთიანობა და სტაბილურობა.

თუ ამგვარი ზომები არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს, ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს ისინი, როგორც შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი თავისი ფუნქციების ან ვალდებულებების შესრულებისთვის თავის არიდების საშუალება. წინამდებარე შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს ის მხარეს ავალდებულებდეს ინდივიდუალური მომხმარებლების საქმეებთან და ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციის, ან საჯარო უწყებების მფლობელობაში არსებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის ან საწარმოო საიდუმლოს გამჟღავნებას.

2. a. წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელს უშლიდეს ხელშემკვრელ მხარეს ისეთი ზომების მიღებაში ან შენარჩუნებაში, რომლებიც ზღუდავს ტრანსფერების განხორციელებას საგადასახადო ბალანსში შექმნილი სერიოზული სირთულეების ან მათთან დაკავშირებული საფრთხის გამოვლენის შემთხვევაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვები შესაბამისობაში უნდა იყოს b პუნქტთან.

b. (a) პუნქტში მითითებული ზომები უნდა იყოს სამართლიანი, არათვითნებური და არც გაუმართლებლად დისკრიმინაციული, კეთილსინდისიერი, შეზღუდული ხანგრძლივობის და არ უნდა აჭარბებდეს მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა საგადასახდელო ბალანსში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის. ხელშემკვრელმა მხარემ, რომელიც აწესებს ზომებს ამ მუხლის შესაბამისად, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს და შეძლებისდაგვარად სწრაფად წარადგენს მათი გაუქმების განრიგს. ასეთი ზომები განხორციელდება შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის სხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმებით, რომელიც შესრულდა მარაკეშში 1994 წლის 15 აპრილს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჩათვლით,3. წინამდებარე შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს ის:

a. ხელს უშლის რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს გაატაროს ისეთი ზომები, რომლებსაც ის მიიჩნევს აუცილებლად თავისი უსაფრთხოების ძირითადი ინტერესების დასაცავად და რომლებიც:

(i) დაკავშირებულია იარაღით, საბრძოლო მასალითა და საბრძოლო აღჭურვილობით ვაჭრობასთან და სხვა საქონლით, მასალებით, მომსახურებითა და ტექნოლოგიებით გადაზიდვასთან, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გამიზნულია შეიარაღებული ძალების ან უშიშროების სხვა ძალების მომარაგების მიზნით;

(ii) ტარდება ომის ან საერთაშორისო ურთიერთობებში შექმნილი სხვა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში; ან

(iii) უკავშირდება ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი საშუალებების გაუვრცელებლობის შესახებ ეროვნული პოლიტიკის ან საერთაშორისო შეთანხმებების განხორციელებას; ან

b. ზღუდავდეს რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს განახორციელოს ქმედებები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.

4. იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რომ ამგვარი ზომები არ უნდა განხორციელდეს ისეთი წესით, რათა ჩაითვალოს თვითნებურ ან გაუმართლებელ დისკრიმინაციად ინვესტიციებთან ან ინვესტორებთან მიმართებაში, მე-4 მუხლი (ეროვნული და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი) და მე-7 მუხლი (ტრანსფერები) არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს ისინი ხელს უშლიდეს ხელშემკვრელ მხარეს ისეთი ზომების მიღებასა და განხორციელებაში, რომლებიც აუცილებელია:

a. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი მორალის დაცვის ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით[1];

b. ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვის მიზნით[2];

c. იმ კანონების ან რეგულაციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს, მათ შორის, იმ დებულებებს, რომლებიც შეეხება:

(i) შეცდომაში შემყვანი და თაღლითური ქმედებების აღკვეთას ან კონტრაქტების შეუსრულებლობით გამოწვეული შედეგების გამოსწორებას;

(ii) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას პირად მონაცემთა დამუშავებასა და გავრცელებასთან მიმართებაში და პირადი ჩანაწერებისა და ანგარიშების კონფიდენციალურობის დაცვას;

(iii) უსაფრთხოება