1. ხელშემკვრელ მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება, შეძლებისდაგვარად, კონსულტაციების ან მოლაპარაკებების გზით.
2. თუ დავის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა ექვსი თვის განმავლობაში, ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, ის გადაეცემა სამი წევრისგან დაკომპლექტებულ საარბიტრაჟო ტრიბუნალს.
3. საარბიტრაჟო ტრიბუნალი შეიკრიბება თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის შემდეგი წესის დაცვით. არბიტრაჟის მოწვევის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ტრიბუნალის ერთ წევრს. ეს ორი წევრი შემდგომში შეარჩევს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც დაინიშნება ტრიბუნალის თავმჯდომარედ (შემდგომში „თავმჯდომარე“). თავმჯდომარე დაინიშნება აღნიშნული ორი წევრის დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში.
4. თუ აუცილებელი დანიშვნები არ განხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადებში, მოთხოვნა გაეგზავნება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს. თუ პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, ან სხვა გარემოების გამო მოკლებულია აღნიშნული ფუნქციის შესრულების შესაძლებლობას, დანიშვნების განხორციელების მიზნით მოწვეული იქნება ვიცე-პრეზიდენტი. თუ ვიცე-პრეზიდენტიც აღმოჩნდება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, ან სხვა გარემოების გამო არ შეეძლება აღნიშნული ფუნქციის შესრულება, დანიშვნების განსახორციელებლად მოწვეული იქნება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს რიგით მომდევნო ყველაზე მაღალი თანამდებობის წევრი, რომელიც არ არის არცერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე.
5. საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
6. ტრიბუნალს გადაწყვეტილებები გამოაქვს წინამდებარე შეთანხმების დებულებების, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების საფუძველზე.
7. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმებული დებულებების გათვალისწინებით, ტრიბუნალი თავად განსაზღვრავს თავის საპროცედურო წესებს.
8. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავად აანაზღაურებს მის მიერ დანიშნული არბიტრისა და საარბიტრაჟო პროცესში მის წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს; თავმჯდომარესთან დაკავშირებული და სხვა დანარჩენი ხარჯები თანაბრად გადანაწილდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის. საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია მიიღოს განსახვავებული რეგულაცია ხარჯებთან დაკავშირებით.
9. ტრიბუნალის გადაწყვეტილებები საბოლოო და სავალდებულოა თითოეული ხელშემკვრელი მხარისთვი