1. ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლების მნიშვნელობას თავად განსაზღვროს მისი მდგრადი განვითარების პოლიტიკა და პრიორიტეტები, შეიმუშაოს გარემოს დაცვის საკუთარი სტანდარტები იმ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებისა და შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც დამტკიცებული ან მხარდაჭერილია ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ, და ეფექტიანად განახორციელონ 2015 წლის 12 დეკემბერს პარიზში ხელმოწერილი „გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენცია“ პარიზის შეთანხმება.
2. ხელშემკვრელი მხარეები არ წაახალისებენ ინვესტიციებს მათი გარემოსდაცვითი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის დონის შესუსტების ან შემცირების გზით.
3. ხელშემკვრელი მხარე, მის ტერიტორიაზე ინვესტიციების წახალისების მიზნით, არ გააუქმებს ან სხვაგვარად არ დაარღვევს ამგვარ კანონმდებლობას, ან არ წარადგენს ამგვარი კანონმდებლობის გაუქმების ან სხვაგვარად დარღვევის შეთავაზება