1. წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი გავლენას არ ახდენს რომელიმე ხელშემკვრელი მხარის იმ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც მას ეკისრება რომელიმე საგადასახადო კონვენციის საფუძველზე. წინამდებარე შეთანხმებასა და რომელიმე ასეთ საგადასახადო კონვენციას შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება საგადასახადო კონვენციას იმ ნაწილში, სადაც გამოვლინდა შეუსაბამობა.

2. მე-4 მუხლი (ეროვნული და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი) და მე-7 მუხლი (ტრანსფერები) არ ვრცელდება ხელშემკვრელი მხარის მიერ საგადასახადო კონვენციით მინიჭებულ უპირატესობებზე.

3. იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რომ ასეთი ზომები არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი წესით, რაც ჩაითვლებოდა თვითნებური ან გაუმართლებელი დისკრიმინაციის საშუალებად იმ ქვეყნებს შორის, სადაც ერთი და იგივე პირობები მოქმედებს, ან ფარულ სავაჭრო და საინვესტიციო შეზღუდვად, ამ შეთანხმების არცერთი პუნქტი არ იქნება განმარტებული ისე, თითქოს ის ხელს უშლიდეს ხელშემკვრელი მხარის მიერ ნებისმიერი ისეთი ზომის მიღებას, შენარჩუნებას ან განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი გადასახადების სამართლიან და ეფექტიან დაწესებას ან აკრეფას, რომლებიც:

a. ერთმანეთისგან განასხვავებს გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც არ არიან ერსა და იმავე პირობებში, კერძოდ, მათი საცხოვრებელი ადგილის ან მათი კაპიტალის ინვესტირების ადგილის მიხედვით; ან

b. მიზნად ისახავს აღკვეთოს გადასახადებისგან თავის არიდება ან არგადახდა ნებისმიერი საგადასახადო კონვენციის ან ადგილობრივი ფისკალური კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის:

a. „საცხოვრებელი ადგილი“ ნიშნავს საცხოვრებელ ადგილს საგადასახადო მიზნებისთვის;

b. „საგადასახადო კონვენცია“ ნიშნავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენციას ან სხვა საერთაშორისო შეთანხმებას ან ხელშეკრულებას, რომელიც მთლიანად ან ძირითადად ეხება დაბეგვრას, და რომლის ხელშემკვრელი მხარეც არის წინამდებარე შეთანხმების რომელიმე მხარ