1. მხარეები ადასტურებენ, რომ თავიანთ ტერიტორიაზე სარგებლობენ რეგულირების უფლებით ისეთი ლეგიტიმური პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, როგორიცაა:

a. იმ კანონებისა და რეგულაციების დაცვა, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებას;

b. გარემოს დაცვა, მათ შორის, კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლის დაცვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, საჯარო განათლების, უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი მორალის ან საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა;

c. ცოცხალი ან არაცოცხალი ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის რეგულირება; ან

d. სოციალური ან მომხმარებელთა უფლებების დაცვა, პირადი ცხოვრებისა და მონაცემთა დაცვა, ან კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა და დაცვა.

2. თავად ის ფაქტი, რომ ხელშემკვრელი მხარე მიმართავს რეგულირებას, მათ შორის, თავისი კანონებისა და რეგულაციების შეცვლის გზით, ისე რომ ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ინვესტიციაზე ან შეასუსტოს ინვესტორის მხრიდან მოგების მოლოდინი, არ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას.

3. უფრო მეტი სიცხადისთვის, და მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარის გადაწყვეტილება არ გასცეს, არ განაახლოს ან არ განაგრძოს სუბსიდიების გაცემა

a. სუბსიდიის გაცემასთან, განახლებასთან ან შენარჩუნებასთან დაკავშირებით კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაიმე კონკრეტული ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში; ან

b. სუბსიდიის გაცემასთან, განახლებასთან ან შენარჩუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი წესის ან პირობის შესაბამისად, არ წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების დებულებათა დარღვევას.

4. უფრო მეტი სიცხადისთვის, წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი არ უნდა იქნуს გაგებული ისე, თითქოს ის ხელს უშლიდეს ხელშემკვრელი მხარის მიერ სუბსიდიის გაცემის შეწყვეტას ან მისი ანაზღაურების მოთხოვნას, ან თითქოს ის ხელშემკვრელი მხარისგან მოითხოვდეს ინვესტორისთვის კომპენსაციის გადახდას, თუ ამგვარი ზომა აუცილებელია ხელშემკვრელ მხარეთა შორის საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად, ან თუ ის დადგენილ იქნა კომპეტენტური სასამართლოს, ადმინისტრაციული ტრიბუნალის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიე