წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:
1. ტერმინი „ინვესტიცია“ მოიცავს ყველა სახის ქონებას, რომელიც ინვესტირებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, კერძოდ:
a. მოძრავ და უძრავ ქონებას, ასევე ნებისმიერ სხვა ქონებრივ უფლებას, როგორიცაა იპოთეკა, ყადაღა, გირავნობა და სხვა მსგავს უფლებებს;
b. კომპანიის აქციებს, წილებს და დებენტურებს, ან კომპანიაში მონაწილეობის ნებისმიერ სხვა ფორმას;
c. საწარმოს ობლიგაციებს, სესხებსა და სხვა ფინანსურ და სავალო ინსტრუმენტებს;
d. ფიუჩერსებს, ოფციონებს და სხვა დერივატივებს;
e. ფულად მოთხოვნას ან ეკონომიკური ღირებულების მქონე ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ინვესტიციასთან;
f. ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების უფლებებს, მათ შორის, საავტორო უფლებებს, სავაჭრო ნიშნებს, პატენტებს, სამრეწველო ნიმუშებს, ნოუ-ჰაუს, სავაჭრო საიდუმლოებებს, გეოგრაფიულ აღნიშვნებს, საფირმო დასახელებებსა და გუდვილს, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ინვესტიციასთან;
g. კანონმდებლობის ან კონტრაქტების საფუძველზე მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, ლიცენზიასა და ნებართვას კანონის შესაბამისად, მათ შორის ბუნებრივი რესურსების მოძიების, მოპოვების, დამუშავების ან ექსპლუატაციის კონცესიების ჩათვლით.
ნებისმიერი ცვლილება კაპიტალის ინვესტირების ფორმაში არ გამოიწვევს ინვესტიციის ხასიათის ცვლილებას იმ პირობით, რომ ასეთი ცვლილება განხორცილდება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია.
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, იმისათვის, რომ ჩაითვალოს ინვესტიციად, ქონებას უნდა გააჩნდეს ინვესტიციის მახასიათებლები, მათ შორის, გარკვეული ხანგრძლივობა, კაპიტალის ან სხვა რესურსების გამოყოფის დათქმა, შემოსავლის ან მოგების მოლოდინი და რისკის დაშვება. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, ინვესტიციად არ ჩაითვლება საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან ნებისმიერი ბრძანება ან სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია წინამდებარე შეთანხმებით დარეგულირებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით.
მეტი სიცხადისთვის:
„თანხის მოთხოვნის უფლება“ არ გულისხმობს ფულად მოთხოვნას, რომელიც წარმოიშობა ექსკლუზიურად:
(i) კომერციული ოპერაციების საფუძველზე, რომლებიც გულისხმობს ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მყოფი ფიზიკური პირის ან საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მყოფი ფიზიკური პირის ან საწარმოსთვის საქონლის ან მომსახურების მიყიდვას; ან
(ii) ამგვარ ოპერაციებთან დაკავშირებული კრედიტის გაცემით.
2. ტერმინი „ინვესტორი“ ნიშნავს ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე:
a. ტერმინი „ფიზიკური პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა მისი კანონმდებლობის შესაბამისად;
b. ტერმინი „იურიდიული პირი“ თითოეულ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში ნიშნავს ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებული ან რეგისტრირებულია მისი კანონმდებლობის შესაბამისად, აქვს წარმომადგენლობა და ეწევა ძირითად სამეწარმეო საქმიანობას ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
3. ტერმინი „ამონაგები“ ნიშნავს ინვესტიციებიდან მიღებულ თანხებს, კერძოდ, მოგებას, პროცენტს, კაპიტალის ზრდით მიღებულ მოგებას, დივიდენდებს, როიალტს ან მოსაკრებლებს.
4. ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს:
a. საქართველოს შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის, სახმელეთო ტერიტორიას, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, რომელთა მიმართ საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, ასევე ტერიტორიული ზღვის მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b. უნგრეთის შემთხვევაში – ტერიტორიას, რომელთან მიმართებაშიც უნგრეთი ახორციელებს სუვერენიტეტს, სუვერენულ უფლებებს ან იურისდიქციას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
5. ტერმინი „თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა“ ნიშნავს ვალუტას, რომელიც ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ტრანზაქციებში გადახდების განსახორციელებლად და წარმოადგენს აქტიური ვაჭრობის ობიექტს ძირითად საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე, იმ პირობით, რომ ის არ ეწინააღმდეგება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის რეგულაციებს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავისუფლად კონვერტირებად ან თავისუფლად გამოყენებადი ვალუტის განსაზღვრება