1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე წაახალისებს და ხელს შეუწყობს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ თავის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელებას და მიიღებს ასეთ ინვესტიციებს მისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტიციებს და ინვესტორებს მათ ინვესტიციებთან მიმართებაში უზრუნველყოფს სამართლიანი და თანაბარი რეჟიმითა და სრული დაცვითა და უსაფრთხოებით, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

3. ხელშემკვრელი მხარე არღვევს მე-2 პუნქტში მითითებულ სამართლიან და თანაბარ რეჟიმის მინიჭების ვალდებულებას, თუ ზომა ან ზომები წარმოადგენს:

a. მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეებზე; ან

b. პროცესუალური ნორმების არსებით დარღვევას სასამართლო და ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას; ან

c. აშკარა თვითნებობას; ან

d. მიზანმიმართულ დისკრიმინაციას აშკარად მართლსაწინააღმდეგო საფუძველზე, როგორიცაა დისკრიმინაცია სქესის, რასის ან აღმსარებლობის საფუძველზე; ან

e. შევიწროებას, იძულებას ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ან მსგავს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

წინამდებარე შეთანხმების რომელიმე სხვა დებულების, ან რომელიმე სხვა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა არ წარმოადგენს ამ მუხლის დარღვევას.

ის ფაქტი, რომ მიღებული ზომის შედეგად დაირღვა შიდა კანონმდებლობა, თავისთავად არ წარმოადგენს ამ მუხლის დარღვევას; ტრიბუნალმა უნდა შეისწავლოს, მოიქცა თუ არა ხელშემკვრელი მხარე მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან შეუსაბამოდ.

4. უფრო მეტი სიცხადისთვის, „სრული დაცვა და უსაფრთხოება“ გულისხმობს ხელშემკვრელი მხარის ვალდებულებას, უზრუნველყოს ინვესტორებისა და ინვესტიციების ფიზიკური უსაფრთხოებ