1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის მიერ 2013 წლის 10 ივლისს მიღებული „საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის საარბიტრაჟო პროცესის გამჭვირვალობის შესახებ UNCITRAL-ის წესები“, ვრცელდება მე-13 მუხლის შესაბამისად აღძრულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართალწარმოებაზე. ამ მუხლის არცერთი პუნქტი არ მოითხოვს ხელშემკვრელი მხარისგან საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს, ან სხვაგვარად გაამჟღავნოს, სამართალწარმოების პროცესის, მოსმენის განმავლობაში ან მის შემდგომ, კონფიდენციალური ან დაცული ინფორმაცია „საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის საარბიტრაჟო პროცესის ტრანსპარენტულობის შესახებ“ UNCITRAL-ის წესების მე-7(2) მუხლის მნიშვნელობით, ან ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება დაცულია მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, ან რომელიც, მისი მოსაზრებით, ეწინააღმდეგება უშიშროების არსებით ინტერესებს.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეეცდება გამოაქვეყნოს ან სხვაგვარად გახადოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ზოგადი ხასიათის კანონები და რეგულაციები, ისევე როგორც საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციებზე ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
3. წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი ან მოქმედი საარბიტრაჟო წესები ხელს არ შეუშლის ინფორმაციის გაცვლას ევროკავშირსა და უნგრეთს შორის, ან პირიქით, რომელიც შეეხება მე-13 მუხლის შესაბამისად აღძრულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართალწარმოება